ქართული მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41:
==მუხა ქართულ კულტურაში==
 
წარმართული პერიოდის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. სწორედ მუხა, თავისი დატოტვილი და ძლიერი [[ვარჯი]]თ, განასახიერებდა ყველაზე უკეთ „[[სიცოცხლის ხე]]ს“. გასაკვირი არაა, რომ ქართველთა მსგავსი რწმენა-წარმოდგენები ზოგ სხვა მეზობელ თუ არა-მეზობელ ხალხებსაც გააჩნდათ. ჩრდილო-კავკასიელი [[წარმართი]] ტომები მუხის ქვეშ მარხავდნენ ფრინველის ფორმის სალოცავ კერპს, [[ბითხა]]ს და დღესასწაულებზე ან საჭირბოროტო საკითხებზე ამ მუხასთან იკრიბებოდნენ ხოლმე. სხვა ხეებს შორის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმბოლური დიაპაზონით. მისი მერქნის სიმტკიცის გამო თავიდანვე ითვლებოდა შეუდრეკელობის და უკვდავების სიმბოლოდ. ჩვენს დრომდე მოაღწია რწმენამ, რომ მუხა ელვას იზიდავს. არ არის გასაკვირი, რომ მითოლოგიურ პანთეონში მუხა მეხთამტყორცნელი [[ზევსი]]ს (იუპიტერის) საკულტო ხე იყო. სწორედ საკრალურ მუხათა ფოთლების შრიალში უნდა ამოეცნო [[დოდონა]]ს სალოცავის ქურუმს ზევსის ღვთაებრივი ნება. მუხის ტოტებისაგან დაწნული გვირგვინი იყო რომაელ მმართველთა ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი (მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში). არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ სტილიზირებული რკოა გამოსახული [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] სამოსზე (გელათის მონასტრის მოხატულობა, XVI ს.)<ref>http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.26&d=HASH0169a3138343a47e02ad2533.1.fc. ქეთევან ელაშვილი, „ხეთამეტყველება“.</ref> სიმღერა „[[მუმლი მუხასა]]“ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მუხის ჩვენი ერის სიმბოლოდ გამოყენებისა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_მუხა“-დან