ტიბერიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 157:
 
შედეგად, იმპერია უფრო ძლიერი და უფრო კონსოლიდირებული გახდა. იმ ავტორთა ტექსტებიდან, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს, მხოლოდ ოთხი აღწერს ტიბერიუსის ზეობას მრავლისმეტყველი დეტალებით: [[პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი|ტაციტუსი]], [[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი|სვეტონიუსი]], [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]] და [[ველეიუს პატერკულუსი]]. ფრაგმენტული ფაქტები შემორჩენილია [[პლინიუს უფროსი]]ს, [[სტრაბონი]]სა და სენეკა უფროსის ნაშრომებიდან. ტიბერიუსმა თავადაც დაწერა ავტობიოგრაფია, რომელსაც სვეტონიუსი „მოკლესა და ზედაპირულს“ უწოდებს, თუმცა ეს წიგნი დაკარგულია.<ref>სვეტონიუსი, ''თორმეტი კეისრის ცხოვრება'', ტიბერიუსის ცხოვრება [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Tiberius*.html#61 61]</ref>
 
==== ტაციტუსი ====
ტიბერიუსის მმართველობის პერიოდის შესახებ ყველაზე უფრო დეტალურ ანგარიშს ტაციტუსი გვთავაზობს, რომლის ''ანალების'' პირველი ექვსი წიგნი მთლიანად ტიბერიუსის ზეობას ეძღვნება. ტაციტუსი რომაელი სენატორი იყო, რომელიც ნერონის იმპერატორობისას, 56 წელს დაიბადა. მისი ნაშრომი დიდწილად ''აქტა სენატუსსა'' (სენატის სესიის ჩანაწერები) და ''აქტა დიურნა პოპული რომანის'' (მთავრობის აქტებისა და სასამართლოსა და დედაქალაქის ახალი ამბების კოლექცია) ეყრდნობა, აგრეთვე, თავად ტიბერიუსის საჯარო სიტყვები და იმპერატორის ისეთი თანამედროვეების ისტორიებს, როგორებიც არიან კლუვიუს რუფუსი, ფაბიუს რუსტიკუსი და პლინიუს უფროსი (მათგან ყველა დაკარგულია).<ref name="tacitus-annals-iv-6" />
 
ტაციტუსის მონათხრობი ხაზს უსვამს როგორც პოლიტიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მოტივებს. პირველ ექვს წიგნში ტიბერიუსი, უმეტესად, უარყოფითადაა დახასიათებული და ეს აღწერა თანდათან უარესდება იმპერატორის მმართველობის დაღმავლობასთან ერთად, რაშიც გარდამტეხ მომენტს მისი ვაჟის, დრუზუსის სიკვდილი წარმოადგენს ახ. წ. 23 წელს.<ref name="tacitus-annals-iv-6" />
 
იულიუს-კლავდიუსების მმართველობას ტაციტუსი, საერთო ჯამში, აღწერს, როგორც უსამართლოსა და კრიმინალურს.<ref>Tacitus, ''Annals'', [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 1#6|I.6]]</ref> მისი მმართველობის დასაწყისშიც კი ტიბერიუსისათვის მის მიერ მიწერილი მრავალი ღირსებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი.<ref name="tacitus-annals-vi-51" /> კიდევ ერთი ძირითადი განმეორებადი თემაა ძალაუფლების ბალანსი სენატსა და იმპერატორს შორის, კორუფცია და მზარდი ტირანია რომის მმართველ კლასებს შორის. ამიტომაც, მისი ანგარიშების მნიშვნელოვანი ოდენობა ღალატის ბრალდებით გამართულ სასამართლო პროცესებსა და დევნებს ეძღვნება.<ref>Tacitus, ''Annals'' [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 1#72|I.72]], [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 1#74|I.74]], [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 2#27|II.27–32]], [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 3#49|III.49–51]], [[wikisource:The Annals (Tacitus)/Book 3#66|III.66–69]]</ref> საბოლოო ჯამში, ტაციტუსის შეხედულება ტიბერიუსზე ყველაზე კარგად მეექვსე წიგნის დასკვნაში ვლინდება:
 
{{ციტატა|His character too had its distinct periods. It was a bright time in his life and reputation, while under Augustus he was a private citizen or held high offices; a time of reserve and crafty assumption of virtue, as long as Germanicus and Drusus were alive. Again, while his mother lived, he was a compound of good and evil; he was infamous for his cruelty, though he veiled his debaucheries, while he loved or feared Sejanus. Finally, he plunged into every wickedness and disgrace, when fear and shame being cast off, he simply indulged his own inclinations.<ref name="tacitus-annals-vi-51" />}}
 
== ოჯახი და შვილები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიბერიუსი“-დან