ქართული მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
წარმართული პერიოდის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. სწორედ მუხა, თავისი დატოტვილი და ძლიერი ვარჯით, განასახიერებდა ყველაზე უკეთ „[[სიცოცხლის ხე]]ს“. გასაკვირი არაა, რომ ქართველთა მსგავსი რწმენა-წარმოდგენები ზოგ სხვა მეზობელ თუ არა-მეზობელ ხალხებსაც გააჩნდათ. ჩრდილო-კავკასიელი წარმართი ტომები მუხის ქვეშ მარხავდნენ ფრინველის ფორმის სალოცავ კერპს, [[ბითხა]]ს და დღესასწაულებზე ან საჭირბოროტო საკითხებზე ამ მუხასთან იკრიბებოდნენ ხოლმე. სხვა ხეებს შორის გამოირჩევა განსაკუთრებული სიმბოლური დიაპაზონით. მისი მერქნის სიმტკიცის გამო თავიდანვე ითვლებოდა შეუდრეკელობის და უკვდავების სიმბოლოდ. ჩვენს დრომდე მოაღწია რწმენამ, რომ მუხა ელვას იზიდავს. არ არის გასაკვირი, რომ მითოლოგიურ პანთეონში მუხა მეხთამტყორცნელი ზევსის (იუპიტერის) საკულტო ხე იყო. სწორედ საკრალურ მუხათა ფოთლების შრიალში უნდა ამოეცნო დოდონას სალოცავის ქურუმს ზევსის ღვთაებრივი ნება. მუხის ტოტებისაგან დაწნული გვირგვინი იყო რომაელ მმართველთა ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი (მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში). არც ისაა შემთხვევითი, რომ სწორედ სტილიზირებული რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის სამოსზე (გელათის მონასტრის მოხატულობა, XVI ს.)<ref>http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0period--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.26&d=HASH0169a3138343a47e02ad2533.1.fc. ქეთევან ელაშვილი, „ხეთამეტყველება“.</ref>
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[მუხა]]
* [[კლდის მუხა]]
* [[Quercus petraea]]
 
==ლიტერატურა==