კონსტანტინე I (კახეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კონსტანტინე I''' (* დაახლოებით [[1566]] ― † [[ოქტომბერი]], [[1605]]), კახეთის მეფე [[1605]], [[ალექსანდრე II, ლევან მეფის ძე | ალექსანდრე II-ის]] ძე. ბავშვობიდან [[ირანი|ირანში]], [[შაჰი|შაჰის]] კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰმა [[აბას I |აბას I-მა]] საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაიჭრა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა - ალექსანდრე II, ძმა - [[გიორგი ბატონიშვილი, ალექსანდრე II-ის ვაჟი|გიორგი]], რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, [[კახეთის აჯანყება 1605 | აჯანყდნენ]] და მოკლეს.