ბაში-აჩუკი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან [[სპარსელები]]. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა. [[ყიზილბაშები|ყიზილბაშების]] წინააღმდეგ [[კახეთი|კახეთში]] იფეთქებს აჯანყება, რომელსაც [[ბიძინა ჩოლოყაშვილი]] მეთაურობს. ჩოლოყაშვილი [[ქსნის საერისთავო|ქსნის ერისთავებთან]] აგზავნის ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. მალე აჯანყება მთელს საქართველოს მოედება.
შეუპოვრად ებრძვის დამპყრობლებს ბაში-აჩუკი, რომლის დები [[სპარსეთის შაჰი|სპარსეთის შაჰის]] ჰარამხანისათვის მიჰყავთ ყიზილბაშებს. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს.
იგი მოულოდნელად გამოჩნდება ყიზილბაშების ბანაკში, მონაწილეობას მიიღებს სპარსელი ფალავნების შეჯიბრში და ამარცხებს ყიზილბაშების ფალავანს, გოლიათ აბდუშაჰილს. აქვე კლავს სამშობლოს მოღალატე მაყაშვილს და შემდეგ მთებში გადაიხვეწება. აბდუშაჰილი ეძებს მოწინააღმდეგეს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს. ამ ძებნაში შეხვდება ბაში-აჩუკის დას — მზისას, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამასობაში აჯანყებულთა რაზმები, ჩოლოყაშვილის მეთაურობით, თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს. მტრის ცხენოსანი ლაშქარი, რომელსაც აბდუშაჰილი მეთაურობს, დანებდა ქართულ მხედრობას. ეს გადაწყვეტს ბრძოლის ბედს. ყიზილბაშები გარბიან. ბაში-აჩუკი გაუსწორდება შაჰის ნაცვალს — სელიმხანს. ასეთია შინაარსი
 
== როლებში ==