ქართული მუხა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
 
'''ქართული მუხა (Quercus iberica)''' — ფოთოლმცვენი ხე წიფლისებრთა ოჯახისა, რომლის სამშობლოა კავკასია (გავრცელებულია აგრეთვე შავი ზღვის სანაპიროზე ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთის ტერიტორიაზე, მცირე აზიასა და ირანშიც).<ref name="Georgia">''Georgian State (Soviet) Encyclopedia.'' 1986. Book 10. p.&nbsp;483.</ref> ქართული ხე წარმოადგენს საკმაოდ მოზრდილ ხეს, რომელიც 20-25 მეტრის სიმაღლემდე იზრდება, იშვიათ შემთხვევებში კი 40 მეტრსაც აღწევს. ტყავისებური ფოთლები აქვს. ფოთლის ქვედა მხარე უფრო ღია მწვანეა. Q. iberica ცნობილია მისი ძალიან მოკლე სანაყოფე ყუნწებით. 1-2 ან რამდენიმე რკო ერთადაა შეკრებილი, სულაც უყუნწოა ან ძალიან მოკლე ყუნწი აქვთ.<ref name="Georgia"/> ერთწლიანი ტოტების ეპიდერმისი შიშველია ან მხოლოდ მცირედ შებუსვილი. ფოთლები უკუკვერცხისებრია, ქვემოდან უფრო მკრთალი და შიშველი ან ძარღვების გაყოლებაზე ბეწვით მოფენილი (ნორჩობისას შებუსვილი), თითოეულ გვერდზე 6-12 ნაკვთიანი, ძირში მცირეოდენ ამოკვეთილი ან სოლისებრი. ნაყოფი (რკო), როგორც უკვე აღვნიშნეთ, მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, ნახევრამდე ან ერთი მესამედით ბუდეში ჩამჯდარი. ბუდის ქერქლები მჭიდროდაა მიწოლილი და ბუსუსებით მოფენილი. ბინომიალური ლათინური დასახელების ავტორიტეტად სხვადასხვა წყაროში მითითებულია [[ფრიდრიჰ აუგუსტ მარშალ ფონ ბიბერშტაინი]] ან [[ქრისტიან ფონ სტევენი]]
 
ქართული მუხა სინათლისა და სითბოს მოყვარული ხეა, ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს უფრო მშრალ რეგიონებში და ძირითადად არ უყვარს ზედმეტად ტენიანი ან დაჭაობებული ნიადაგები. მიუხედავად ამისა, იგი შეიძლება დასავლეთი საქართველოს ნოტიო ჭალებშიც შეგვხვდეს, სადაც ხშირად შედარებით მშრალ, ციცაბო ფერდობებზე წმინდა რაყას ქმნის. იზრდება ქვაღორღიან, მდიდარ ტყის წაბლა და ყომრალ, კარბონატულ და მთა-მდელოს ნიადაგებზე. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ქარგამძლეა. Q. iberica ქმნის ფოთოლმცვენ ტყეებს წაბლთან, რცხილასთან და ნეკერჩხალთან ერთად. შემთხვევათა უმეტესობაში ქართული მუხა იზრდება ზღვის დონიდან 400-1000 მეტრ სიმაღლეზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იგი შეიძლება შეგვხვდეს 1500-2000 მეტრ სიმაღლეზეც. ზოგჯერ ამ სახეობას Quercus petraea-ს — კლდის მუხას ქვესახეობად თვლიან.<ref>{{cite web |url=http://www.ars-grin.gov/cgi-bin/npgs/html/taxon.pl?447443 |title=''Quercus iberica'' Steven ex M. Bieb. |work=GRIN Taxonomy for Plants |publisher=[[United States Department of Agriculture]] [[Agricultural Research Service]] |accessdate=February 14, 2011}}</ref>