სელიმ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
ეს ისტორიული მომენტი შემდეგნაირად იყო ხალხში შემორჩენილი:
 
{{ციტირება|ახალციხეში გაფაშების შემდეგ სელიმს რაღაც უსიამოვნება მოსვლია არტაანის ბეგ ჰამზა-ალისთან. ბეგს მისი ცოლი ავად უხსენებია. სელიმმა უთხრა თურმე: ქალის შეურაცხყოფა კაცობა არ არის და რაკი ეს შემომკადრე, ულვაში არა მსხმია, თუ ერთი წლის განმავლობაშითავი არ მოგაჭერ და შენი ცოლები ციხეში არ დავისვი ცოლებადო. თავისი მუქარა აუსრულებია კიდეც.
 
ჰამზა-ალის მემკვიდრენი სულთანთან წასულან, წაუყვანიათ მცირეწლოვანი ბავშვები, წაუღიათ სისხლში მოსვრილი ტანისამოსი ჰამზა-ალისა და შეუჩივლიათ — სელიმმა ასე და ასე გვიყოვო. სულთანმა მაჰმუდ-ურანფაშა გამოგზავნა ჯარით და ფირმანიც მისცა — სელიმ-ბეგი დაიჭირე და თავი მოჰკვეთეო.
ხაზი 28:
ამ აჭარელი გმირის თავის მოკვეთის შემდეგ ორ საათს არ გაუვლია, რომ სულთანის ფირმანიც მოსულა: „თუ დაიჭირეთ სელიმი, ცოცხალი მომგვარეთო“. მაჰმუდ-ფაშამ, ამის მაგივრად, სელიმის თავი სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა თურმე და ჰკითხა: ფირმანი რა უყავიო? — სიკვდილის შემდეგ მოვიდაო. — რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანდა, აღარც მე მენანებიო და ბრძანა თავი მოეკვეთათ.
 
სელიმის თავი სტამბოლშია დამარხული და ქების წარწერა აქვს მის სალავის ქვასაო. ტანი კი ჯერ სოფ. შიგანაში დაუმარხავთ, მაგრამ მერე ცოლს თავის სოფელ ნიგოზეულში გადაუტანინებია.}}
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიმ-ფაშა“-დან