სელიმ-ფაშა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სელიმ-ფაშა''' (''ხიმშიაშვილი'') — ახალციხის ფაშა [[1803]]-[[1815]]; XVIII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვიდრე ფაშა გახდებოდა, იყო ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგი. [[1809]] ივნისში ტახტი [[შერიფაბდულა-ფაშაბეგი (ხიმშიაშვილი)| შერიფაბდულა-ფაშამბეგის]] წაართვა, მაგრამ [[1812]] უკან დაიბრუნაძე. სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]]ს ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. ოსმალეთის ხელისუფლებამ ურჩი სელიმ-ფაშას დასასჯელად 15-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა. [[ხიხანის ციხე]]ში ([[აჭარა]]) ჩაკეტილი სელიმ-ფაშა დამარცხდა და მას თავი მოჰკვეთეს.
 
==ბიოგრაფია==
სელიმი თავის მამის კვალს — ბეგობას დაადგა და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ ფაშობაც-კი იშოვნა და სელიმ-ფაშად იწოდებოდა. ეს ის სელიმ ფაშა იყო, რომელსაც ახალციხეში გაქცეული და უტახტოდ დარჩენილი [[სოლომონ II|სოლომონ]], მეფე იმერეთისა, რუსების წინააღმდეგ 1814 წელს შველასა და დახმარებას სთხოვდა.
 
XVIII საუკუნის ბოლო წლებში აჭარა ახალციხის ფაშას, ათაბაგ შერიფ-ფაშას ექვემდებარებოდა. გარემოება მეტად აწეწილ-დაწეწილი იყო. ამით ისარგებლა სელიმ-ბეგმა, ფეხი კარგად მოიმაგრა აჭარაში, ბატონი გახდა იქაურ მკვიდრთა და ახალციხის ფაშას პირდაპირ, კადნიერად გამოუცხადა, „არ მინდა გემორჩილო და ბატონად გაღიაროვო“. მარტო ეს როდი იკმარა სელიმ-ბეგმა. შეჰკრიბა აჭარელნი და მათი შემწეობით 1803 წელს შერიფ ფაშა ახალციხიდან განდევნა, ხოლო ფაშობა თვითონ ჩაიგდო ხელთ.
 
სელიმ-ფაშას დროს, როგორც აჭარა, ისე ახალციხის საფაშალიყო ლეკების ბუნაგად იყო ქცეული. ეს მტაცებელი ხალხი თავისუფლად დათარეშობდა ყველგან. სელიმ-ფაშას ეს მთიელები ქართლის დასარბევად ჰყავდა დაქირავებული. ცოტ-ცოტათი ძლიერების ფრთები გაშალა, ქედმაღლურად დაიჭირა თავი და სულთანს თითქმის არც კი ემორჩილებოდა. სულთანს, რა თქმა უნდა, არაფრად ეჭაშნიკებოდა თავისი ქვეშევრდომის ურჩობა და განურისხდა. სელიმი იძულებული იქნა ახალციხიდან ლტოლვილიყო. სელიმს სიკვდილიც მიუსაჯეს. [[1809]] ივნისში [[შერიფ-ფაშა]] ისევ დაბრუნდა ახალციხეში და სელიმს დაუწყო ძებნა. სელიმ ფაშა ამასობაში აჭარაში იმალებოდა თავისი სახლობით, რადგან მასთან ერთად მის ოჯახსაც ჰქონდა სიკვდილი მისჯილი. [[1812]] წელს სელიმმა ფაშობა უკან დაიბრუნა.
 
სელიმ-ფაშა უპირისპირდებოდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]]ს ცენტრალურ ხელისუფლებას, იბრძოდა საფაშოს გამოყოფისათვის. [[1815]] წელს სულთანის ბრძანებით არზრუმის სერაქსირმა, ბაბა-ფაშამ (ფეხლევანმა) აჭარაში გამოგზავნა 15-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა. სელიმ-ფაშა ზემო აჭარის სოფელ ბაკოსთან ხორხათის ციხეში გამაგრდა და იქ იყო, სანამ მოღალატემ ხელში არ ჩაიგდო.
 
[[ხიხანის ციხე]]ში ([[აჭარა]]) ჩაკეტილი სელიმ-ფაშა დამარცხდა და მას თავი მოჰკვეთეს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
Line 6 ⟶ 17:
==ლიტერატურა==
{{ქსე|9|278|ლომსაძე შ.}}
* თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ.184-185
 
[[კატეგორია:ახალციხის ფაშები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელიმ-ფაშა“-დან