ანუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
| DorlandsID =
}}
'''ანუსი''' ([[ქართული ენა|ქართულად]]: '''ყითა''' ან '''უკანა ნაწლავის ღრუ''';<ref>[http://bio.dict.ge/ka/word/52858/anus/ ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი]</ref> {{lang-la|anus}} — რგოლი, ბეჭედი) — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლოში არსებული ხვრელი, რომლის საშუალებითაც ხდება განავლის გამოყოფა. მის მოქმედებას აკონტროლებს ორი სფინქტერი: გარეთა და შიგნითა. დეფეკაციის აქტის გარდა, ანუსი ყოველთვის დახურულია.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=13&t=1459 ანუსი — სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი]</ref> განავალი და გაზი ორგანიზმიდან [[ნაწლავები]]ს გავლით ანუსიდან გამოიყოფა — სწორედ ესაა ანუსის [[ბიოლოგია|ბიოლოგიური]] დანუშნულება. სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის წყალობით (ჰიდრავლიკური მექანიზმი, ასევე ჰემოროიდული სტრუქტურა აქტიურად მონაწილეობს აირებისა და შიგთავსის შესაკავებლად, სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის ჰერმეტიზაციაში) [[ადამიანი|ადამიანს]] შეუძლია დაარეგულიროს [[დეფეკაცია|დეფეკაციის]] პროცესი. მას შემდეგ, რაც ფეკალიები გადადის ანალურ არხში ე.წ. ანალური სფინქტერების მოდუნების ხარჯზე ხდება მათი სწორი ნაწლავიდან გარეთ გამოყოფა.
 
[[სწორი ნაწლავი|სწორ ნაწლავში]], ანუსის ირგვლივ უამრავი ინფექციის გადამტანი [[ბაქტერია]] ბინადრობს, სწორედ ამიტომ საპნითა და თბილი წყლით ანუსის ხშირი გასუფთავება მნიშვნელოვანია და აუცილებელი. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ანუსის გარშემო კანი მეტად ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ იოლად ღიზიანდება — იწყება ქავილი, წვა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბუნებრივი ზეთის გამოყენება, რომელიც დაარბილებს და დაატენიანებს კანს. ანუსის გაღიზიანება შესაძლოა უამრავმა ფაქტორმა გამოიწვიოს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანუსი“-დან