თხილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თხილი''' (Corylus), ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარი [[...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''თხილი''' (Corylus), ფოთოლმცვივანი ბუჩქების, იშვიათად ხეების გვარი [[თხილისებრნი|თხილისებრთა]] ან ფართო გაგებით, [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა. მტვრიანებიანი ყვავილები უყვავილსაფროა და მჭადა ყვავილედადაა შეკრებილი, ბუტკოიანი ყვავილები კვირტშია ჩამალული და გარეთ მხოლოდ დინგები აქვს გამოყოფილი. თითოეული ყვავილის ირგვლივ ვითარდება სამ-სამი ურთიერთშეზრდილი თანაყვავილედი, ტომელიც ნაყოფის მომწიფებისას დიდდება და სხვადასხვა ფორმის ნაყოფსაფარს ([[ბუდე]]ს) ქმნის. ნაყოფი ერთთესლიანი კაკალია. გვარი შეიცავს 20-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფოთლოვანი ტყეების ზონაში. საქართველოში ტყეებში ზღვის დონიდან 1500-1800 მ-მდე ბუნებრივად იზრდება თხილის 6 სახეობა: ''ჩვეულებრივი თხილი'' (Corylus avellana) ბუჩქი ან 8-მდე სიმაღლის ხეა, გავრცელებულია მთელ საქართველოში. იზრდება ქვეტყედ მუხნარებში, ფართოფოთლოვან და წიწვოვან შერეულ ტყეებში, სუბალპური მეჩხერში. ჩრდილის ამტანი და საკმაოდ ყინვაგამძლეა. ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში. ერთი ბუჩქიდან 3 კგ-ზე მეტი მოსავალი მოდის. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყრით, იშვიათად გადაწიდენით. ცოცხლობს 70-80 წელს. დეკორატიულია. იყენებენ დერდობების გასატყიანებლად. ერთ-ორწლიან ღეროს - წნელად, კალათების, [[გოდორი|გოდრების]], ლახტების დასაწნავად. [[დათვისთხილა]] და ''პონტოური თხილი'' (Corylus pontica) იზრდება [[გურია]]სა და [[აჭარა]]ში; ''იმერული თხილი'' (Corylus imeretina), [[კოლხური თხილი]] და ''კახური თხილი'' (Corylus cachetica) საქართველოს [[ენდემები|ენდემებია]].
 
[[კატეგორია:არყისებრნი]]
 
 
[[ca:Avellaner]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თხილი“-დან