ქიმიური ბმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''ქიმიური ბმა''' — [[ატომი|ატომთა]] ურთიერთქმედება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორ– ან მრავალატომიანი ნაერთები: [[იონი|იონები]], [[რადიკალი|რადიკალები]], [[მოლეკულა|მოლეკულები]], [[კრისტალი|კრისტალები]] და სხვა. ქიმიური ბმის წარმოქმნის აუცილებელი პირობაა ატომების მიახლოე-ბის შედეგად სისტემის სრული ენერგიის შემცირება. ქიმიური ბმის ყველა თეორიას საფუძვლად უდევს პოსტულატი რვაელექტრონიანი შრის ns<sup>2</sup> np<sup>6</sup> (ოქტეტის) განსაკუთრებული მდგრადობის შესახებ. ასეთი სტრუქტურა აქვთ კეთილშობილ აირებს.
{{ვიკი}}
'''ქიმიური ბმა''' — [[ატომი|ატომთა]] ურთიერთქმედება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორ– ან მრავალატომიანი ნაერთები: [[იონი|იონები]], [[რადიკალი|რადიკალები]], [[მოლეკულა|მოლეკულები]], [[კრისტალი|კრისტალები]] და სხვა. ქიმიური ბმის წარმოქმნის აუცილებელი პირობაა ატომების მიახლოე-ბის შედეგად სისტემის სრული ენერგიის შემცირება. ქიმიური ბმის ყველა თეორიას საფუძვლად უდევს პოსტულატი რვაელექტრონიანი შრის ns<sup>2</sup> np<sup>6</sup> (ოქტეტის) განსაკუთრებული მდგრადობის შესახებ. ასეთი სტრუქტურა აქვთ კეთილშობილ აირებს.
 
== ისტორია ==
ინგლისელმა ქიმიკოსმა [[ედუარდ ფრანკლენდი|ედუარდ ფრანკლენდმა]]([[1852]]) ჩამოაყალიბა კონცეფცია [[ვალენტობა|ვალენტობის]] შესახებ, რომლის თანახმად თითოეული ელემენტი, იერთებს მეორე ელემენტის ეკვივალენტობის გარკვეულ რიცხვს, ხოლო ერთი ეკვივალენტი პასუხობს ერთი ვალენტობის შესაბამის რაოდენობას. ფ. კეკულემ ა. კოლბემ(1857) წამოაყენეს დებულება იმის შესახებ, რომ [[ნახშირბადი]] ოთხვალენტოვანია. მას შეუძლია სხვა ატომთან წარმოქმნას ოთხი ბმა. ინგლისელმა ქიმიკოსმა ა. კუპერმა (1858) ნათელყო, რომ ნახშირბადის ატომებს აქვთ ერთიმეორესთან შეერთების უნარი, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ ჯაჭვების წარმოქმნა. მის ჩანაწერებში ატომებს შორის ბმები გამოსახული იყო ხაზებით. ტერმინი "ქიმიური აღნაგობა" პირველად შემოიღო ა. ბუტლეროვმა([[1861]]). იგი აღნიშნავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნაგობის ერთიანი ფორმულით გამოსახვა და მინიშნება იმისა, თუ როგორ არიან ატომები ერთმანეთთან ბმული მოლეკულაში. ბუტლეროვის თანახმად, ნაერთის ყველა თვისებას განაპირობებს მისი მოლეკულის აღნაგობა.
 
ელექტრული ძალები ურთიერთქმედების შედეგად აღიძვრება. ატომებსა და მოლეკულებში [[ელექტრონი|ელექტრონებისა]] და ბირთვების ელექტრული ძალები,ნაწილაკების მცირე ზომების გამო, ახალ თვისებებს იძენენ, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ელექტრული ძალების სპეციფიკურ ქიმიურ ურთიერთქმედებას.სხვადასხვა ტიპის ქიმიურ ბმებს შორის ძირითადია [[იონური ბმა|იონური]](ანუ ჰეტეროპოლარული)და [[კოვალენტური ბმა|კოვალენტური]](ანუ ატომური)ბმა.იონური ბმა დამახასიათებელია NaCl-ისა და მისი ტიპის,ე.ი.მარილების მსგავსი ნაერთებისათვის,რომელთაც იონური ნაერთები ეწოდა.კოვალენტური ბმა დამახასიათებელია H<sub>2</sub>,N<sub>2</sub>,O<sub>2</sub>,CH<sub>4</sub>,C<sub>6</sub>H<sub>6</sub> და სხვა მოლეკულებისათვის, რომელთაც კოვალენტური ნაერთები ეწოდა. იონური და კოვალენტური ბმების სახესხვაობებია კოორდინაციული და წყალბადური ბმა.
 
== ქიმიური ბმის სახეები ==
=== კოვალენტური ბმა ===
{{მთავარი|კოვალენტური ბმა}}
კოვალენტური ბმა — ქიმიური ბმა, რომელიც ხორციელდება საზიარო [[ელექტრონ]]ების ხარჯზე. კოვალენტური ბმა შეიძლება იყოს როგორც ერთგვარ [[ატომი|ატომებს]]([[წყალბადი|H<sub>2</sub>]], [[ქლორი|Cl<sub>2</sub>]], [[აზოტი|N<sub>2</sub>]]) ისევე სხვადასხვა ატომებს(Si და C – SiC; H და O – [[წყალი|H<sub>2</sub>O]]) შორის. კოვალენტური ბმით წარმოქმნილი [[მოლეკულა]] ან [[ქიმიური ნაერთი]] მტკიცეა, ახასიათებს ნაკლები ქიმიური აქტივობა (მაგალითად პარაფინულ [[ნახშირწყალბადი|ნახშირწყალბადებს]]), მაღალი [[სისალე]](მაგ., კარბიდებს, სილიციდებს, ბორიდებს, ნიტრიდებს) და ცვეთამედეგობა. არსებობს კოვალენტური ბმის ორი ტიპი - სიგმა (σ) და პი (π). ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ელექტრონული სიმკვრივის განაწილებით და სიმეტრიით განსხვავდებიან. მარტივი ბმები ქიმიურ ნაერთებში ჩვეულებრივ სიგმა(σ) ბმებია. ჯერად ბმებში ერთი ბმა აუცილებლად სიგმააა, ხოლო დანარჩენი პი. მაგალითად, სამმაგი ბმა(C≡C, N≡N) შედგება ერთი სიგმა და ორი პი(π)–ბმისგან.
 
Line 19 ⟶ 11:
 
=== [[იონური ბმა]] ===
{{მთავარი|იონური ბმა}}
იონური ბმა - ურთიერთსაპირისპიროდ [[ელექტრული მუხტი|დამუხტულ]] [[იონი|იონებს]] შორის ელექტროსტატიკური მიზიდვით დამყარებული ბმა. [[იონური ბმა]] წარმოიქმნება [[ელექტროუარყოფითობა|ელექტროუარყოფითობით]] მნიშვნელოვნად განსხვავებულ [[ატომი|ატომებს]] შორის. იონური ნაერთები წარმოქმნიან იონურ [[კრისტალური მესერი|კრისტალურ მესერს]], რომლის კვანძებში განლაგებულია იონები.
 
=== [[მეტალური ბმა]] ===
{{მთავარი|მეტალური ბმა}}
მეტალური ბმა ეწოდება მეტალურ [[კრისტალური მესერი|კრისტალურ მესერში]] [[მეტალი]]ს [[კატიონი|კატიონებს]] შორის თავისუფალი [[ელექტრონი|ელექტრონებით]] დამყარებულ ბმას. მეტალები [[იონური ბმა|იონური]] და [[კოვალენტური ბმა|კოვალენტური]] ნაერთებისაგან განსხვავებით ხასიათდებიან მაღალი სითბო- და ელექტროგამტარობით, რაც მეტალის კრისტალურ მესერში თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე ელექტრონების არსებობის დამადასტურებელია. მეტალის ატომებს გარე ელექტრონულ შრეზე აქვთ ელექტრონების მცირე რიცხვი (1, 2 ან 3), ამასთან ისინი ხასიათდებიან [[იონიზაცია|იონიზაციის]] დაბალი ენერგიით, რის გამოც სავალენტო ელექტრონები ადვილად გადაადგილდებიან მეტალის მთელ მოცულობაში და სწორედ მათი თავისუფალი მოძრაობის შედეგია მეტალთა ელექტროგამტარობა. მეტალის კრისტალში სავალენტო ელექტრონების რიცხვი ორბიტალების რიცხვზე გაცილებით ნაკლებია. მაგალითად, [[ტუტე მეტალები]]ს თითოეულ
ატომს ბმების დასამყარებლად შეუძლია ოთხი ორბიტალისა და მხოლოდ ერთი [[ელექტრონი]]ს გამოყენება. ამ ელექტრონებს შეუძლიათ ერთი ორბიტალიდან მეორეზე გადასვლა, მეორედან მესამეზე და ა.შ. რაც
Line 29 ⟶ 19:
 
=== [[წყალბადური ბმა]] ===
{{მთავარი|წყალბადური ბმა}}
დონორულ-აქცეპტორული ტიპის სამცენტრიან სუსტ ქიმიურ კავშირს [[წყალბადი|წყალბადსა]] და ძლიერი ელექტროუარყოფითი [[ქიმიური ელემენტი|ელემენტების]] ([[ფთორი|F]], [[ჟანგბადი|O]], [[აზოტი|N]], [[ქლორი|Cl]], [[გოგირდი|S]]) ატომებს შორის წყალბადური ბმა ეწოდება. წყალბადური ბმა შეიძლება იყოს შიდამოლეკულური ან მოლეკულათაშორისი. მოლეკულათშორისი წყალბადური ბმა წარმოიქმნება, როდესაც [[წყალბადი]]ს [[ატომი]] ურთიერთქმედებს მეორე [[მოლეკულა|მოლეკულის]] თავისუფალი ელექტრონული წყვილის მქონე [[ელექტროუარყოფითობა|ელექტროუარყოფითი]] ელემენტის ატომთან. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალბადის ატომი ურთიერთქმედებს იმავე მოლეკულის მასთან არაბმულ ელექტროუარყოფითი ელემენტის ატომთან, წარმოიქმნება შიგამოლეკულური წყალბადური ბმა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ქიმია]]
* [[კოვალენტური ბმა]]
* [[იონური ბმა]]
* [[მეტალური ბმა]]
* [[წყალბადური ბმა]]
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|528-529}}
 
[[კატეგორია:ქიმია]]
[[კატეგორია:ქიმიური ბმები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქიმიური_ბმა“-დან