Space Station 13: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ვიდეო თამაში | სახელი = Space Station 13 | სურათი = | სურათის_ზო...
(განსხვავება არ არის)

23:18, 28 მაისი 2016-ის ვერსია

Space Station 13 (ან SS13) — დაღმავალი ხედის როლური მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაში BYOND თამაშის ძრავაზე, რომლის პირველი ვერსია გამოვიდა 2003 წელს. თამაში არის დაფუძნებული ფილების გრაფიკაზე და არის 2D.[1]

Space Station 13
დეველოპერ(ებ)ი პირველი ვერსიის დეველოპერი — Exadv1. ამჟამად მრავალი (თამაშის რამდენიმე ვერსიას აქვს ღია წყარო)
ძრავა BYOND
გამოსვლის თარიღი 2003
რეჟიმ(ებ)ი მრავალმომხმარებლიანი
საიტი თამაშის საზოგადოების საიტი

თამაშის მოქმედება ხდება მომავალი დროის კოსმოსურ სადგურზე, სადაც მოთამაშეები ირჩევენ სხვადასხვა საქმიანობას, მოთამაშეების მოქმედებები სხვადასხვა პროფესიებით კი იწვევს სხვადასხვა შედეგებს.

ახლახან, თამაშმა მოიპოვა მზარდი მოთამაშეთა რაოდენობა, რომელიც ხშირად აღწევს 500 მოთამაშეს ერთდროულად.[2] მისი პოპულარულობა შეიმჩნევა სხვადასხვა საიტებზე როგორიცაა Something Awful, 4chan, Reddit[3] და სხვა. ასევე თამაში იყო ნახსენები სხვადასხვა ვიდეო თამაშების ჟურნალებში.[4][5][6][7]

თამაშის პროცესი

Space Station 13-ის ყოველ რაუნდის დასაწყისში, მოთამაშეებს ეძლევათ დრო მოარგონ და შეასწორონ თავისი პერსონაჟი და აირჩიონ პროფესია, როგორიცაა დამლაგებელი ან ინჟინერი, რაც კარნახობს მოთამაშეებს თავის როლზე კოსმოსურ სადგურზე. ყოველი რაუნდი მინდინარეობს მოთამაშეების მოქმედებების მიხედვით.

მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს თითქმის ყველა ობიექტი სადგურზე, მოთამაშეს შეუძლია შეცვალოს თავისი "განზრახვა" რითიც იცვლება მოქმედება სხვადასხვა ობიექტზე.

თამაშს აქვს სრული ელექტრობის, ბიოლოგიის, ატმოსფერის, ქიმიის და სხვა რთული ობიექტების და გარემოებების კონტროლის სიმულაცია.

სხვადასხვა სერვერებს აქვთ სხვადასხვა სადგურის კონსტრუქცია, თუმცა ძირითადად არსებობს რვა დეპარტამენტი.

  • სამეთაურო (იღებს სამეთაურო როლებს სადგურზე).
  • უშიშროება (იცავს კანონს, მშვიდობას და პასუხობს სასწრაფო გამოძახებებს).
  • საინჟინრო (უზრუნველყოფს ელექტრობას და ატმოსფერულ სისუფთავეს).
  • სამეცნიერო (იკვლევს ტექნოლოგიას და ქმნის სხვადასხვა რობოტებს სადგურზე).
  • სამედიცინო (უზრუნველყოფს ეკიპაჟის ჯანმრთელობას, ატარებს ქირურგიულ ოპერაციებს, ქმნის კლონებს და იკვლევს ვირუსებს).
  • სამარაგო (აწარმოებს სამთო სამუშაოებს მინერალების მოსაპოვებლად, უკვეთავს მარაგს ეკიპაჟისთვის).
  • სასევისო (ასუფთავებს სადგურს და ამარაგებს მათ საჭმლით და სასმელებით)
  • რობოტები (შეადგენს სადგურის ხელოვნური ინტელექტს და კიბორგებს, რომლებიც ხშირად არიან მიბმული რობოტიკის სამ კანონზე, რომელიც უფლებას არ აძლევთ მათ ჩაიდინონ კრიმინალური აქტები, როგორიცაა თავდასხმა ეკიპაჟის წევრზე, თუმცა მათი კანონების შეცვლა შესაძლებელია მოთამაშეების მიერ სხვადასხვა გზებით).

სქოლიო