ბაგრატ მუხრანბატონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ბაგრატ მუხრანბატონი''' — [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II]]-ის ძე. [[ქართლის სამეფო]]ს პოლიტიკური მოღვაწე XVI საუკუნის I ნახევარში, მწერალი, მეფე [[დავით X|დავით X-ის]] ძმა, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოსა და სათავადოს ფუძემდებელი, [[ქართლის სამეფო]]ს მემარცხენე სადროშოს სარდალი.
 
ბაგრატ მუხრანბატონმა ითავა კახეთის მეფის [[გიორგი II, კახეთის მეფე|ავგიორგის]] ქართლში გამუდმებული თარეშის ალაგმვა; [[1512]] მეფეს საუფლისწულოდ გამოსთხოვა მუხრანი და სადროშო, რაც საფუძვლად დაედო სამუხრანბატონოს შექმნას. ბაგრატ მუხრანბატონი სოფ. ციხისძირის თავს, მის მიერვე აგებულ ქსნის ციხეში გამაგრდა. ავგიორგი 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ იძულებული გახდა გაბრუნებულიყო. [[1513]] ქართლში ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ უკან მიმავალი გიორგი II ძალისსა და ჭაპურს შუა (ახლანდელი მცხეთის რაიონი) ხევში ჩასაფრებულმა ბაგრატ მუხრანბატონმა შეიპყრო და ციხეში დაამწვდია, სადაც იგი გარდაიცვალა (ერთი ვერსიით - მიაშთვეს). ბაგრატ მუხრანბატონი დავით X-თან ერთად ცდილობდა კახეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლთან შეერთებას. 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ მუხრანბატონი ბარნაბეს სახელით ბერად შედგა.