გორგანი (ირანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:Q188155)
No edit summary
}}
 
'''გორგანი''' — [[ქალაქი]] ჩრდილოეთ [[ირანი|ირანში]], [[გულისტანიგულისტანის (ოსტანი)|გულისტანის ოსტანში]] პროვინციაში. [[2005]] წლის მონაცემებით 244.955 მცხოვრები. რკინიგზითა და საავტომობილო გზით უკავშირდება ნავსადგურ ბენდერ-შაჰსა და თეირანს. ბამბასაწმენდი, ბრინჯსაცეხვი, ზეთსახდელი პატარა ქარხნები, ხელოსნურ-კუსტარული წარმოება.
 
ქალაქის მახლობლად მდებარეობს [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] ([[ძვ. წ. III ათასწლეული|ძვ. წ. III]]-[[ძვ. წ. II ათასწლეული|II ათასწლეულები]]) ნამოსახლარი თურანთეფე, რომელიც შედგება რამდენიმე ბორცვისაგან, ცენტრალური ბორცვის სიმაღლე 34 მ აღწევს. ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე გორგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპიისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრი ყოფილა. გათხრების დროს აღმოჩნდა სამეურნეო მორგვზე დამზადებული რუხპრიალა ლერამიკა, ქალის ტერაკოტული ქანდაკებანი, ბრინჯაოს შუბისპირები. [[XIX საუკუნე]]ში თურანთეზე აღმოჩენილ განზში საყურადღებოა ოქროს თასი, რომელზეც გამოსახული არიან გრძელსამოსიანი ადამიანები. გამოსახულებები მოგვაგონებენ ძვ. შუმერისა და ელამის მკვიდრთ. აღმოჩენები ახლოს დგას [[ჰისარი]]სა და შაჰთეფეს მასალებთან.