ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 178.134.34.188 ცვლილებების გაუქმება (№3098659)
ხაზი 55:
 
=====სარტყელი=====
ფშაურ ჯუბაზე გამოუყენებიათ ტოლის, ხოლო მოგვიანო ხანებში კი ფარჩის ფერადი სარტყლები. სარტყლები განიერი და გრძელი უნდა გაეკეთებინათ. სარტყლების ასეთი სიგრძის გამო, წელზე ორჯერადი შემოტარების შემდეგ ტოტებად ჩასაშვები სიგრძეც რჩებოდა. ახალგაზრდები უფრო წითელ სარტყლებს ირჩევდნენ, მოხუცები — შავს. ჯუბაზე გამოყენებული სარტყლების ეს ტიპი მთლიანი კაბების შემოსვლის შემდეგაც არ გასულა ხმარებიდან. მხოლოდ მათ გვერდით გაჩენილა ახალი ტიპის, ღვედზე ასხმული ვერცხლის ნაწილებიანი ე. წ. „გუმბათიანი“ ქამრები, რომელთაც დამზადების ტექნიკის („აჟურული“) მიხედვით მეორე სახელითაც — „ფანჯრიანი“ მოიხსენიებდნენ. აღნიშნული ტიპი ქამრისა აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზოლში მოსახლეთა უმეტესობის ყოფაშია დადასტურებული.
 
=====კაბა=====
ფშაველი ქალის ჩაცმულობის მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც ქალაქურმა პროდუქციამ შეაპირობა, წარმოადგენდა „კაბა მხრიანი“//„წელიანი“. სამოსის დასახელებულ ელემენტს ფშაველი ქალები ატარებდნენ XIX საუკუნის II ნახევრის შუა პერიოდიდან ვიდრე მათი ადგილი კაბის ორნაწილად ქცეულმა ელმენტებმა არ დაიკავეს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან