ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 159:
 
====ფეხსამოსი და ფეხსაცმელი====
ფეხზე საცმელად ფშაველი ქალი ხმარობდა ძროხის ტყავის ქალამანს, რომელიც საკაცო ქალამნისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. ქალამნებზე ხმარობდნენ ჩხირებით ნაქსოვ ჭრელ წინდებსა და „თათ-ბაჭიჭებს“. საქალო წინდა არ „იშატებოდა“. დაშატული წინდის ხმარება მხოლოდ კაცის უპირატესობას წარმოადგენდა. ძველად ზამთარში დიდი სიცივეების დროს მოიხმარდნენ აგრეთვე შალის პაჭიჭებს. პაჭიჭი იკერებოდა ცალპირა შალისაგან, იმ მასალისაგან, რიტაც ფშაური ჟუბა მზადდებოდა. საპაჭიჭედ იღებდნენ მოგრძო ოთხკუთხედი ფორმის ნაჭერს, რომელსაც შიგნიტა მხრიდან ამოკერავდნენ ხოლმე. ბაწრით გაუკეთებდნენ ძირსა და ნაპირებს.
 
საქალო ძველებური წინდა ჭრელი იყო და მაღალყელიანიც. სამუხლესთან ბაწრით შეიკვროდა. შემდგომში გრძელყელიანი წინდები შეუცვლიათ მოკლეყელიანით. ასევე სახლში შინაური წესით დამზადებულ ქალამნებს შენაცვლებია ქალაქურ წესზე გამზადებული, ე. წ. „თალათინის“ ქალამნები და ქალაქშივე დამზადებული ბამბის ძაფის გრძელყელიანი წინდები.
 
====რიტუალური სამოსელი====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან