ფშავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 149:
ფშაველი ქალი ნაწნავებს ატარებდა. მისი თავსაბურავი შემდეგი ელემენტების ერთობლიობით განისაზღვრებოდა: ჯერ თმების დამაგრების მიზნით თავზე იხვევდნენ უბრალო ჩითის თავსაკრავს — „თავჩითას“. სამკუთხედის ფორმის ამ თავსაბურავით თმებს დაიფარავდნენ, ხოლო მის ორ ტოტს გულისპირში ჩამოუშვებდნენ. თავჩითას თავზე „ხელისახოცით“ იმაგრებდნენ. ხშირად პირში ჩამოუშვებდნენ. თავჩითას თავზე „ხელსახოცით“ იმაგრებდნენ. ხშირად თავჩითას ტოტების ზევით აბრუნება და ხელსახოცში დამაგრბაც სცოდნიათ.
 
=====ბაღდადი=====
თავსაბურავის ელემენტებიდან თავჩითა-ხელსახოცის გარდა, რომელიც XIX საუკუნის II ნახევარში ფშავში გავრცელებული სამოსის მახასიათებელი იყო, უნდა აღინიშნოს აგრეთვე, ქალაქიდან გამზადებული სახით შემოტანილი „ბაღდადებიც“. ბაღდადი ჩვეულებრივ ოთხკუთხა ფორმის თავშალი იყო, რომელიც ფშაველი ქალის მიერ გაწეული შრომის შემდეგ, რაც მის შემკობაში გამოიხატებოდა, იქცეოდა მოხმარების საგნად. ბაღდადის ასე საგანგებოდ შემკობა, ფშავში ძველად მოხმარებული დიდი ფორმის აბრეშუმის თავშლებზე არსებული ქარგულობა-შემკობის გამეორების ცდას წარმოადგენდა. აღნიშნული თავშლის მისარებად ყიდულობდნენ ოთხი არშინის ზომის ქსოვილს. მასალის სივიწროვის გამო ნაჭრის მთელ სიგრძეს შუაში გადასჭრიდნენ და გვერდებს ერთმანეთს დაუკავშირებდნენ. ამ გზით მიღებული ოთხკუთხედი ფორმის ნაჭერს ირიბ ხაზზე გადასჭრიდნენ და სწორი ნაპირებით მიაკერებდნენ ერთმანეთს. ამგვარად ღებულობდნენ ფშაურ ფორმაზე სახმარ თავშალს ამ კუთხეში „ჩიქილად“ წოდებულს. როგორც წესი, ჩიქილის დასამზადებელი მასალა აბრეშუმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მიზნით ზოგჯერ უფრო მდარე ქსოვილებსაც იყენებდნენ.
 
თავსაფრის წინჩამოფენილ ნაწილებს ჩიქილის „ტოტებს“ ეძახდნენ, უკან ზურგში გადაშვებულს კი ჩიქილის „ბოლო“ ერქვა. დიდი მონდომებით სცოდნიათსწორედ ჩიქილის ბოლოს მორთვა. ნაპირში მიაკერებდნენ თითის სიგანე ფერად დარაიას, რომლებიც ერთმანეთზე ზოლებად — „სრელებად“ უნდა ყოფილიყო მიწყობილი. დარაიას ნაჭრები ფერთა ისეთივე თანმიმდევრობის დაცვით უნდა მიჰკერებოდა, როგორც მხრიანი კაბა იყო გაფორმებული. მერე შინ მოქსოვილი ანდა მზა აბრეშუმის ძაფის „ფესვს“ მოაბამდნენ.
 
თავზე ჯერ თავჩითას წაიკრავდნენ. სამკუთხედის ფორმაზე დაკეცილი თავჩითას შუბლთან ორი ყურით დაიმაგრებდნენ. თავსაფრის ზოგიერთი ცალის ყურებზე შემბული ჰქონდათ მძივები ან თეთრი ფულები. მერე ჩიქილას შემოიხვევდნენ და ტოტებს გულისპირში ჩამოშვებით ატარებდნენ. ჩიქილის ბოლო ქალს წვივის შუა სიგრძემდე სწვდებოდა თურმე. ფესვიან ბოლოს ზოგჯერ ასე ჩამოშვებულად ატარებდნენ და ხშირად კი თავზე გადმოფარვით. ჩიქილას თავზე დამაგრების მიზნით, ზემოდან სალტეს ფორმით შემოიკრავდნენ სქლად დაკეცილ ხელსახოცს. შუბლიდან უკან წაღებულ ტოტებს თავის ირგვლივ შემოტარების მერე შეიკრავდნენ მარჯვენა ლოყასთან ისეთი ვარაუდით, რომ ერთი ტოტი მოკლე დარჩენილიყო და მეორე გრძელი.
 
ჩიქილა-ხელსახოციან თავბურვას ფშავში დამცირებით „თავ-ჩაჩმაგსაც“ ეძახდნენ.
 
====ფეხსამოსი და ფეხსაცმელი====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფშავლები“-დან