მთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 7 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q273613
No edit summary
ხაზი 1:
'''მთავარი''', [[სლავები]]სა და ზოგიერთი სხვა ხალხის ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს ან პოლიტიკური გაერთიანების მათაური IX-XVI საუკუნეებში ({{lang-ru|Князь}}, {{lang-pl|Kniaź}}, {{lang-cs|Kníže}}, სერბ.-ხორვ. Knêз). თავდაპირველად მთავარი გვარის ბელადი იყო, შემდეგ თანდათან გადაიქცა ადრინდელი ფეოდალურ სახელმწიფოს მეთაურად. მთავრის ძალაუფლება ჯერ არჩევითი იყო, შემდეგ კი მემკვიდრეობით გადადიოდა ([[რიურიკოვიჩები]] რუსეთში, [[გედიმინოვიჩები]] და [[იაგელონები]] ლიტვაში, [[პიასტები]] პოლონეთში და სხვა). ლიტვასა და რუსეთში მთავრები იყვნენ მსხვილი ფეოდალური გაერთიანებების მეთაურნი და [[დიდი მთავარი|დიდი მთავრები]] ეწოდებოდათ. ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან ერთად მათ [[მეფე|მეფის]] ტიტული მიიღეს.
 
ძველ საქართველოში ტერმინ „მთავარს“ ზოგადი პოლიტიკური და სოციალური შინაარსი ჰქონდა. იგი ნაწარმოების ფუძისაგან „თავ“ (თავ-ი) და აღნიშნავს უფროსს, მეთაურს, მმართველს, ხელისუფალს, ხელმწიფეს. ქართლის (იბერიის) სამეფოს არსებობის ხანაში მთავარი უპირატესად ცენტრალური აპარატის დიდ მოხელეს ეწოდებოდა, პროვინციის მმართველი „ერისთავისაგან“ ზოგადი აზრით მთავარი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთავარი“-დან