ხორნაბუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
'''ხორნაბუჯი''' (XVIII საუკუნის წყაროებით ''ჭოეთი'') — [[შუა საუკუნეები]]ს ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული [[ქართლის სამეფო]]ს ერთ-ერთი პროვინციის [[კამბეჩოვანი]]ს ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი [[დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი|დედოფლის წყაროს]] რაიონული ცენტრის მახლობლად.
 
==ისტორია==
წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ I გორგასალმა]] საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, [[დაჩი (ქართლის მეფე)|დაჩი I უჯარმელს]]. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, [[ჰერეთის სამთავრო]]ს (შემდგომში [[ჰერეთის სამეფო]]) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. [[1068]] [[კახეთ-ჰერეთის სამეფო|კახეთ-ჰერეთის]] მეფემ [[აღსართან I|აღსართან I-მა]] დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს [[მახატლისძენი|მახატლისძეთა]] რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] მიერ [[კახეთი]]ს ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ [[ფეიქარ-ხანი|ფეიქარ-ხანს]]. [[1625]] წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან [[გიორგი სააკაძე]]მ გაათავისუფლა. აქვე მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე [[ჯავახიშვილები|ჯავახიშვილთა]] ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.
 
==არქეოლოგიური გათხრები==
[[1970]] წელს ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა. შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორნაბუჯი“-დან