ქრისტიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.124.155-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 28:
 
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება) , მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.
 
== თანამედროვე ქრისტიანობა ==
 
ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: [[კათოლიციზმი]], [[პროტესტანტიზმი]] და [[მართლმადიდებლობა]].
 
== ქრისტიანული სწავლება ==
 
ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის [[ათი მცნება|ათ მცნებას]]:
 
* 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
* 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
* 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
* 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
* 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
* 6. არა კაც-ჰკლა.
* 7. არ იმრუშო.
* 8. არ იპარო.
* 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
* 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
 
[[იესო ქრისტე|ქრისტეს]] [[იესო ქრისტეს ქადაგება მთაზე|მთაზე ქადაგება]] იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენს. [[მამა ღმერთი]]ს [[ათი მცნება|ათ მცნებასთან]] ერთად ქრისტეს სწავლება [[ქრისტიანი|ქრისტიანთათვის]] წმინდათა-წმინდაა. [[სულიწმინდა|სულიწმინდის]] შთაგონებით მას სრულყოფილად [[მათე მოციქული]] გადმოგვცემს [[ახალი აღთქმა|წმინდა წერილში]]: [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-5.htm მათე 5,1-48], [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-6.htm მათე 6,1-34], [http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-7.htm მათე 7,1-29].
 
== ქრისტიანობა საქართველოში ==
 
{{მთავარი|ქრისტიანობა საქართველოში}}
 
[[საქართველო]]ს [[ქრისტიანული ეკლესია]] შეიქმნა [[ქართლი|ქართლში]] ქრისტიანობის სახელმწიფო [[რელიგია]]დ გამოცხადებისთანავე - დაახლოებით [[326]] წელს. [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია]] იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. [[V საუკუნე]]ში [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას [[ავტოკეფალია]] მოუპოვა.
დაახლოებით IX - X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია - [[აფხაზეთი]]ს საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.
 
XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე [[კათოლიკოსი|კათალიკოს-პატრიარქის]] ტიტულს ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. [[1054]] წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი [[მართლმადიდებლური სამყარო|მართლმადიდებლურ სამყაროში]] დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა [[ალექსანდრია|ალექსანდრიის]], [[ანტიოქია|ანტიოქიის]], [[კონსტანტინოპოლი]]სა და [[იერუსალიმი]]ს პატრიარქებს შორის.
 
[[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილის]] აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი [[326]] წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა [[ქვეყანა]]ში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ [[ანდრია მოციქული|ანდრია პირველწოდებულს]] და [[სიმონ კანანელი|სიმონ კანანელს]] მიაწერენ.
 
კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული [[ეკლესია|ეკლესიები]] დაარსდა მე-19 საუკუნეში.
 
== ოფიციალური გვერდები ==
=== მართლმადიდებლური ეკლესიები ===
* [http://www.patriarchate.org/ კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) საპატრიარქო]
* [http://www.patriarchateofalexandria.com/ ალექსანდიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო]
* [http://www.antiochpat.org/ ანტიოქიის საპატრიარქო]
* [http://www.jerusalem-patriarchate.info/ იერუსალიმის საპატრიარქო]
* [http://www.patriarchia.ru/ რუსეთის საპატრიარქო]
* [http://www.patriarchate.ge/ საქართველოს საპატრიარქო]
* [http://www.spc.rs/ სერბეთის საპატრიარქო]
* [http://www.patriarhia.ro/ რუმინეთის საპატრიარქო]
* [http://www.bg-patriarshia.bg/ ბულგარეთის საპატრიარქო]
* [http://www.churchofcyprus.org.cy/ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.ecclesia.gr/ ელადის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.orthodoxalbania.org/ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.orthodox.pl/ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.orthodoxia.cz// ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.oca.org/ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.ort.fi/ ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.ukr-orthodox.sumy.ua/ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია]
* [http://www.orthodoxjapan.jp/ იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია]
 
=== კათოლიკური ეკლესია ===
* [http://www.vatican.va/ ვატიკანი] - ''ვატიკანის'' ოფიციალური საიტი.
=== სომხური სამოციქულო ეკლესია ===
* [http://www.armenianchurch.org/ სომხეთის საპატრიარქო ეჩმიაძინში]
* [http://www.armenianorthodoxchurch.org/ სომხეთის საპატრიარქო კილიკიაში]
* [http://www.armenian-patriarchate.org/ სომხეთის საპატრიარქო იერუსალიმში]
 
== ლიტერატურა ==
* McManners, John,ed,The Oxford Illustrated History of Christianity. Oxford: Oxford Universiti Press
 
{{ქრისტიანობის მიმდინარეობები}}
{{მსოფლიო საეკლესიო კრებები}}
[[კატეგორია:ქრისტიანობა|*]]
[[კატეგორია:რელიგიები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქრისტიანობა“-დან