ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის Sheepie69 ცვლილებების გაუქმება (№3031944)
ხაზი 23:
'''''ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება''''' ({{lang-en|''Star Wars Episode III: Revenge of the Sith''}}) — ამერიკული და ავსტრალიური [[ეპიკური ფილმი|ეპიკური]] [[კოსმოსური ოპერა|კოსმოსური ოპერის]] ჟანრის ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია [[ჯორჯ ლუკასი]]. ეს არის დღეისათვის მეექვსე და უკანასკნელი ფილმი, გამოშვებული ფილმების სერიაში „[[ვარსკვლავური ომები]]“. გარდა ამისა, მოვლენათა ქრონოლოგიის მიხედვით იგი არის რიგით მესამე ფილმებს შორს.
 
ფილმში მოქმედება მიმდინარეობს [[კლონების ომი (ვარსკვლავური ომები)|კლონების ომის]] დაწყებიდან სამი წლის შემდეგ. [[ჯედაი]]ს რაინდები მოგზაურობენ გალაქტიკაში და სეპარატისტების წინააღმდეგ გამოყვანილ საბრძოლო კლონებს ხელმძღვანელობენ. ჯედაის საბჭოს დავალებით [[ობი-ვან კენობი]], ჯედაის ხელოვნების ერთ-ერთი ოსტატი, ბოროტ [[გენერალ გრივუსი]]ს, სეპარატისტთა არმიის მეთაურის ლიკვიდაციას ცდილობს. ამასობაში ჯედაის რაინდი, [[დართ ვეიდერი|ენეკინ სკაიუოკერი]], რომელიც კენობისგან ცალკე მოქმედებს, [[პალპატინი]]ს, [[გალაქტიკური იმპერია (ვარსკვლავური ომები)|გალაქტიკური იმპერიის]] კანცლერის გავლენის ქვეშ ექცევა, რომელიც [[სითები]]ს ფარული მრძანებელია. მათი მეგობრობა სრულდება ენეკინის [[ძალა (ვარსკვლავური ომები)|ძალის]] [[ბნელი მხარე (ვარსკვლავური ომები)|ბნელ მხარეს]] მოქცევით. ენეკინი იქცევა [[ენეკინ სკაიუოკერი|დართ ვეიდერა]]დ და გალაქტიკის ბედი სამუდამოდ იცვლება.
 
ლუკასმა ფილმის სცენარზე მუშაობა დაიწყო ფილმზე „[[ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების თავდასხმა]]“ მუშაობამდე. გადაღება დაიწყო [[ავსტრალია]]ში. დამატებითი სცენები გადაღებული იქნა ტაილანდსა და იტალიაში და სამ თვეზე მეტი გასტანა. ფილმი კინოთეატრებში 2005 წლის 19 მაისს გამოვიდა და [[ვარსკვლავური ომები#წინაისტორიის ტრილოგია|წინა ფილმებთან]] შედარებით ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო.