სანდრო ბოტიჩელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|es}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მხატვარი
| ფონი =
| სახელი = სანდრო ბოტიჩელი
| მშობსახელი =
| სურათი = Sandro Botticelli 083.jpg
| სურათის ზომა = 250px
| სათაური =
| სრული სახელი = ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი
| დაბ. თარიღი = [[1445]]
| დაბ. ადგილი = [[ფლორენცია]]
| გარდაცვლილობის თარიღი = [[17 მაისი]], [[1510]] (68 წლის)
| გარდაცვლილობის ადგილი =
| ეროვნება = [[იტალიელები|იტალიელი]]
| სფერო = [[მხატვრობა]]
| მომზადება = ფლორენტინის სკოლა
| მიმდინარეობა = [[რენესანსი]]
| ცნობილი ნამუშევრები = [[პრიმავერა]],1478წ. [[ვენერას დაბადება]],1486წ.
| პარტნიორები =
| მასზე გავლენა მოახდინა =
| მან გავლენა მოახდინა =
| ჯილდოები =
}}
'''ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპი''' ({{lang-it|Alessandro di Mariano di Vanni Filipepi}}) ცნობილია როგორც სანდრო ბოტიჩელი ({{lang-it|Sandro Botticelli}} დ. [[1445]] — გ. [[1510]]) — ფლორენტინის სკოლის იტალიელი მხატვარი ადრეული [[რენესანსი]]ს პერიოდში. აღორძინების ხანის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და თავისებური წარმომადგენელი.
 
სანდრო ბოტიჩელი, ალესანდრო და მარიანო ფილიპეპი, დაიბადა 1444 წელს (1445წ) ფლორენციის მოქალაქის, ტყავის დამამუშავებელი მარიანო ფილიპეპის ოჯახში. იგი ყველაზე უმცროსი იყო ოჯახში. 1458 წელს საგადასახადო ჩანაწერებში მარიანო ფილიპეპი იუწყება, რომ მისი შვილი სანდრო 13 წლისაა, სწავლობს კითხვას და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვია . სანდროს ქმნილებაში ოქროს ფერი სჭარბობს, შესაძლოა ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ ყრმა იმ დროის გამოჩენილ ოქრომჭედელს, ბოტიჩელის მიაბარეს, მისგან გადაიღო ზედწოდებაც და ალბათ ოქროს ფერის სიყვარულიც. არსებობს სხვა ვერსიაც: ბოტიჩელი იტალიურად მსუქანს ნიშნავს, ასე ეძახდნენ მის უფროს ძმას, ვარაუდობენ რომ ძმის ეს მეტსახელი აირჩია მხატვარმა ფსევდონიმად. სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი თუ სად და როდის ისწავლა მხატვრობა, თუმცა ზოგი წყაროს თანახმად, მან თავიდან საიუველირო ხელობა შეისწავლა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ფერწერაზე მუშაობა. სავარაუდოა, რომ ბოტიჩელი იყო ცნობილი ფერმწერის ფილიპო ლიპის მოსწავლე და მასთან მუშაობდა სახელოსნოში 1465-1467 წწ. ადრეული რენესანსის ამ ბრწყინვალე ოსტატისგან ბოტიჩელიმ გადაიღო ნათელი სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, ვნებიანი მისწრაფება. არ უნდა გამოირიცხოს ის ცნობაც, რომ სანდრო 1468-69 წ.წ.-ში მუშაობდა ფლორენციის კიდევ ერთ ცნობილ ფერმწერ და მოქანდაკე, ანდრეა ვეროკიოსთან და მისი ზეგავლენა განიცადა.
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.botticeli.ru/ ბოტიჩელი]
 
1470 წლიდან ბოტიჩელის უკვე ჰქონდა საკუთარი სახელოსნო და დამოუკიდებლად ასრულებდა მიღებულ შეკვეთებს. მისი სურათები საოცარი ჰაეროვნებითა და ფანტასტიკის სიყვარულით გამოირჩევა . 60-იანი წლების დასასრულს იგი დაუახლოვდა ცნობილ მხატვარს ანტონიო პოლაიოლოს. მისი გავლენით შექმნა სურათები: „ძალა“ (1470, უფიცის გალერეა) და “წმ. სებასტიანე“ (1473-1474წ.წ. ბერლინ-დალემის სურათების გალერეა). ორივე მათგანისათვის დამახასიათებელია ფიგურების მკაფიო, პლასტიური „ძერწვა“
{{DEFAULTSORT:ბოტიჩელი, სანდრო}}
 
[[კატეგორია:იტალიელი მხატვრები]]
პოლაიოლო ერთი წლით გვიან, 1475 წ. ქმნის თავის „წმ. სებასტიანეს“, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი გავლენა ბოტიჩელზე უდავოა. ბოტიჩელის „წმინდა სებასტიანე“ სრულიად დამოუკიდებელი ნაწარმოებია და უარყოფს პოლაიოოლოს ზეგავლენას, თუნდაც ამ სურათის შექმნისას. მაგრამ ეს სულაც არაა მთავარი. პოლაიოლოს და მისი სკოლის ნოყიერი ნიადაგიდან წამოიმართა ბოტიჩელის ქმნილება. მისი სებასტიანეც შთააგონეს იმ პრობლემებმა და ხერხებმა, რომლებიც პოლაიოლოს სახელოსნოში შემუშავდა . ეს სჩანს არამარტო იმით, რომ პორველად ხატავს მამაკაცის შიშველ სხეულს, არამედ იმითაც, რომ სარგებლობს პოლაიოლოს მზა სქემებით.
[[კატეგორია:დაბადებული 1445]]
 
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1510]]
საქვეყნოდ ცნობილია „ივდითის დაბრუნება“, რომელიც შესრულებულია 1470 წელს. ფართო პანორამის ფონზე, სადაც შორეული ბატალური სცენები და კოშკები სჩანს, მოდის გამარჯვებული ივდითი, მარჯვენით ხმალი უჭირავს, მარცხენით – მწვანე რტო, უკან მოახლე გოგო მოჰყვება, კალათით ოლომფრეს თავი მოაქვს. სურათი ინახება ფლორენციის უფიციის გალერეაში.
[[კატეგორია:სანდრო ბოტიჩელი|*]]
 
XV ს-ის ფლორენცია წარმოადგენდა ხელოვნების კულტურის ცენტრს. ქალაქის მაშინდელმა მმართველმა ლორენცო მედიჩიმ, „ბრწყინვალედ“ წოდებულმა, თავის კარზე მიიწვია ანტიკური კულტურის საუკეთესო მცოდნენი – მხატვრები, მწერლები, ფილოსოფოსები, რის გამოც ფლორენციას „ახალ ათენს“ ეძახდნენ, მოღვაწეებს „ჰუმანისტებს“ უწოდებდნენ (ლათინური სიტყვისგან “ჰუმანუს, რაც ადამიანს ნიშნავს), რადგანაც მათ, ისევე როგორც ძველ ბერძნებს, ყველაზე მეტად აინტერესებდათ ადამიანის შესწავლა და ხელოვნებაში მისი გამოსახვა.
 
70-იანი წლების დასასრულს და 80-იანი წლების დასაწყისში ბოტიჩელი დაუახლოვდა მედიჩების კარს. ამ დროს მიეკუთვნება მისი ყველაზე ცნობილი სურათი „მოგვთა თაყვანისცემა“ (დაახ. 1477-1478წ.წ.). ს. „მოგვთა თაყვანისცემა“ ბოტიჩელიმ ოთხჯერ დახატა. ორი ლონდონის მუზეუმშია, ერთი, უფიცის გალერეაში, ხოლო მისი ასლი ვაშინგტონის ეროვნულ მუზეუმშია.
 
ამავე პერიოდშია შექმნილი ა.პოლიციანოს ლექსის მიხედვით ალეგორია “გაზაფხული“, მითოლოგიური სურათები: „ვენერას დაბადება“, „პალადა და კენტავრი“.
 
ასევე რელიგიური სურათები „ხარება“, რამდენიმე მადონა, მათ შორის „მანიფიკატი“, „მადონა ბროწეულით“, „წმინდა ბარნაბას მადონა“, რომელშიც განსაკუთრებით გამოირჩევა იოანე ნათლისმცემელის სახე. ყველა მათგანი ინახება ფლორენციის უფიცის გალერეაში. 1481-62 წლებში იგი მონაწილეობს ვატიკანის „სიქსტის კაპელის“ სიგრძივი კედლების მოხატვაში (სცენები მოსეს ცხოვრებიდან, რომლებიც გაშლილია პეიჟაზისა და ანტიკური ხუროთმოძღვრების ფონზე). 90-იან წლებში ერთ-ერთი მედიჩის დავალებით მან ყალმით შესრულებული ნახატებით შეამკო დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ეგზემპლიარი (88-ბერლინის გრავიურების კაბინეტშია, 8- ვატიკანის ბიბლიოთეკაში). სპილენძზე შესრულებული სურათები თავისთავად მოწმობენ ბოტიჩელის გატაცებას. დანტეს სამყაროსთან კავშირს. ამ ილუსტრაციებში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ოსტატის ჰუმანისტური და პოეტური აზროვნება,რაც მის გვიანდელ შემოქმედებას ახასიათებდა. 1490-იანი წლებიდან საუკინის ბოლომდე ბოტიჩელის ხელოვნება იძენს ახალ მიმართულებას, მხატვარი ხან გამოსახავს მტანჯველ განცდებს – „ქრისტეს დატირება“ („პიეტა“), ხან კი – ხატებისთვის მახასიათებელი პირობითობით ქმნის სურათებს.
 
1500 წელს ბოტიჩელიმ დახატა „შობა““, რომელიც მისი უკანასკნელი დიდი ნაწარმოებია, რამაც ჩვენამდე მოაღწია. ეს ბრწყინვალე ტილოა თავისი კომპოზიციით, იდუმალებით, ფერთა სიუხვითა და სიმკვეთრით.
 
ბოტიჩელი ძირითადად მადონებს ხატავდა, მაგრამ მისი ფართო თემატიკა მოიცავს ანტიკურ-ალეგორიულ და მითოლოგიურ სიუჟეტებს, პორტრეტებს, ამასთან ოსტატია ნახატებისა, რომელთაც იყენებდნენ ოქრომჭედლები, მოზაიკის ოსტატები. მომხიბლავია მისეული შიშველი სხეული, გამჭირვალე სამოსელი, აბრეშუმის თმა, ფიქრიანი სახეები, ფანტასტიკური იდუმალება.
 
საუკუნის ბოლოს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა (მედიჩების განდევნა, სავონაროლას სიკვდილით დასჯა) მძიმედ იმოქმედა. მისი ბოლოდროინდელი ნამუშევრები ტრაგიკული განცდების კვალს ატარებს. მათში შეშფოთება და უიმედობაა. ზოგჯერ კი რელიგიური ეგზალტაცია იგრძნობა; მოძრაობის გადმოცემა მკვეთრია, იზრდება დაძაბულობა, პათეტიკა, ფერთა სიჭრელე. უკანასკნელ სურათებში იგი თითქოს გოტიკის ტრადიციებს უბრუნდება. ამ პერიოდში ქმნის სურათებს „მიტოვებული“ (1485-90), „ცილისწამება“ (1495), „წმინდა ზინობის ცხოვრების სცენები “ (1505), ეს სურათები ინახება სხადასხვა მუზეუმში: დრეზდენის სურათების გალერეა, ლონდონის ეროვნული გალერეა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი.
 
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „“ქრისტეს დატირება““. ცნობილია ორი ტილო: მილანის პოლდი-პეცოლდის გალერეისა და მიუნხენის ძველი პინაკოთეკის. სურათის დათარიღება ვერ ხერხდება, მაგრამ სავარაუდოდ დახატული უნდა იყოს 1500 წლისთვის, ანუ მეამბოხე ბერის, სავონაროლას სიკვდილით დასჯის შემდეგ. ბოტიჩელი განიცდიდა მეგობრის ბედს და რელიგიურ სტრესებში ეძებდა ნუგეშს. ძნელია მოიძებნოს ეგზომ მწუხარე, ტრაგიკული, დინამიკური ტილო.
 
სიცოცხლის ბოლო ხუთი წელი მხატვარი საერთოდ არ მუშაობდა. რამდენიმე წელიწადი გაატარა სიღარიბეში. მოტეხილი მოხუცი დადიოდა მშობლიური ქალაქის ქუჩებში და გამკითხავი არავინ ჰყავდა. 1510 წლის 17 მაისს ყველასგან მივიწყებული გარდაიცვალა ფლორენციაში, რომლის ბედიც მთელი ცხოვრების მანძილზე ასე აწუხებდა. იგი დაკრძალულია ოჰნისენტის სასაფლაოზე.
 
დღეს ბოტიჩელს იცნობს ყველა, როგორც იტალიური რენესანსის საუკეთესო წარმომადგენელს. მისი სურათები ამშვენებს ფლორენციის, რომის, ბერლინის, ვაშინგტონის, ნიუ-იორკის, მილანის, პეტერბურგის მუზეუმებსა და გალერეებს.