ხერხემალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
'''ხერხემალი''' — [[ხერხემლიანები|ხერხემლიანი]] ცხოველებისა და [[ადამიანი]]ს საღერძე [[ჩონჩხი]]ს ძირითადი ნაწილი. [[ევოლუცია|ევოლუციურ]] პროცეში ხერხემალმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რასაც მოჰყვა ხერხემლის რამდენიმე განყოფილებად დიფერენცირება.
 
[[თევზები]]ს ხერხემალი შედგება 2 განყოფილებისაგან:[[ტანი]]სა და [[კუდი]]საგან. ხმელეთის ხერხემლიანების ხერხემალში 4—5 განყოფილებაა:კისრის, მკერდის, წელის (ზოგ ჯგუფს არ აქვს), გავისა და კუდის. კისრის განყოფილებაში [[ამფიბიები|ამფიბიებს]] აქვთ 1 [[მალა]]; [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლებს]] საშუალოდ — 8; [[ფრინველები|ფრინველებს]] — 11-იდან 25-მდე; ძუძუმწოვრებს ძირითადად — 7 (ზოგჯერ 6 —10). [[ამნიონებიანები]]ს კისრის პირველ ორ მალას — ატლასასა და აქსისს — აქვს განსაკუთრებული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს [[თავი]]ს როგორც დახრას, ისე ბრუნვას. ზოგ ქვეწარმავალს (მაგ. [[ჰატერია]]) ატლასის წინ აქვს კიდევ ერთი მალა — პროატლასი. მკერდის განყოფილების მალებს აქვთ კარგად განვითარებული [[ნეკნები]], რათა უმრავლესობა ესახსრება მკერდის ძვალს და ქმნის [[გულმკერდი|გულმკერდს]] (ამფიბიებს არ გააჩნიათ). ძუძუმწოვრებში მკერდის მალების რაოდენობა იცვლება 9-იდან 24-მდე (უფრო ხშირად 12—15). წელის განყოფილებისათვის დამახასიათებელია [[რუდიმენტული ნეკნები]] და, როგორც წესი, უფრო მოძრავია, ვიდრე მკერდის განყოფილება. ძუძუმწოვრების წელის მალების რაოდენობაა 2-იდან 9-მდე. ამფიბიებსა და [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლების]] ხერხემალში მკერდისა და წელის განყოფილება აშკარად გამოყოფილი არ არის. [[კუდი]]ს განყოფილება კარგად აქვთ განვითარებული ქვეწარმავლებს, შეიცავს მრავალ (15—40) მალას და აქვს მნიშვნელოვანი როლი [[ლოკომოცია]]ში. უკუდო ამფიბიების მალები შეზრდილია ერთ გრძელ ძვლად —[[უროსტილად]]. [[ფრინველები]]ს კუდის მალებიც ასევე შეზრდილია და ქმნიან [[პიგოსტილი|პიგოსტილს]].
[[კუდი]]ს განყოფილება კარგად აქვთ განვითარებული ქვეწარმავლებს, შეიცავს მრავალ (15—40) მალას და აქვს მნიშვნელოვანი როლი [[ლოკომოცია]]ში. უკუდო ამფიბიების მალები შეზრდილია ერთ გრძელ ძვლად —[[უროსტილად]]. [[ფრინველები]]ს კუდის მალებიც ასევე შეზრდილია და ქმნიან [[პიგოსტილი|პიგოსტილს]].
 
[[ფაილი:Vertebration.jpg|მინი]]
 
ადამიანის ხერხემალზე ასხმულია სხეულის დანარჩენი ნაწილები. ხერხემალი შედგება ერთმანეთთან [[სახსრები]]თა და [[იოგები]]თ დაკავშირებული 34—35 მალისაგან, მათ შორის 24, ე.წ. თავისუფალი მალაა (7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის), 5 გავის და 4—5 კუდუსუნის მალა, რომლებიც შეზრდილია ერთიმეორესთან და წარმოქმნის გავის ძვალს და კუდუსუნს; მათ ერთმანეთთან [[ხრტილები|ხრტილოვანი]] ქსოვილი აკავშირებს. ხერხემალი საიმედოდ იცავს [[ზურგის ტვინი|ზურგის ტვინს]]. [[კისერი|კისრის]] პირველი მალა (ატლასი) შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა. დაბადების შემდეგ პირველი წლის მანძილზე ხერხემალში ხდება 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი). აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ [[ზამბარა|ზამბარისებრ]] წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე.
ხერხემალი საიმედოდ იცავს [[ზურგის ტვინი|ზურგის ტვინს]]. [[კისერი|კისრის]] პირველი მალა (ატლასი) შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა. დაბადების შემდეგ პირველი წლის მანძილზე ხერხემალში ხდება 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი). აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ [[ზამბარა|ზამბარისებრ]] წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე.
 
ხერხემლის დაავადებებიდან შედარებით იშვიათი ანომალიების გარდა აღსანიშნავია ხერხემლის ტრავმული ხასიათის დაზიანებანი , დეფორმაციები: [[სკოლიოზი]], [[ხერხემლის გამრუდება]]; ანთებითი დაავადებანი: [[სპონდილიტი]], [[ოსტეომილეტი]], დისტროფიული დაავადება [[ოსტეოქონდროზი]] და სხვ. ხერხემლის დაავადებებს სწავლობს და კურნავს [[ორთოპედია]] და [[ტრავმატოლოგია]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერხემალი“-დან