ლეონიდასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38:
[[ფაილი:3420 - Milano - Ernesto Bazzaro (1859-1937) - Monumento a Felice Cavallotti (1906) - Foto Giovanni Dall'Orto 23-Jun-2007.jpg|thumb|ლეონიდას I-ის მონუმენტი [[მილანი|მილანში]]. ქანდაკება დამზადებულია [[ერნესტო ბაზარო|ერნესტო ბაზაროს]] მიერ [[1906]] წელს.]]
 
დორეუსის სიკვდილის შემდეგ ტახტის მემკვიდრე ლეონიდასი გახდა და ამავე დროს იგი სრულუფლებიანი მოქალაქეც იყო. [[აქემენიანთა იმპერია|სპარსეთის იმპერიამ]] [[სპარტა|სპარტის]] დაპყრობა განიზრახა და [[ძვ. წ. 492]]/[[ძვ. წ. 491|491]] წლებში მათ მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს სპარტელებისგან. ამ დროს მეფე — [[კლეომენეზ I|კლეომენეზი]] უკვე გაქცეული იყო [[სპარტა|სპარტიდან]]. [[ჰეროდოტე]]ს ცნობით იგი ჭკუიდან შეიშალა და ამიტომ გააძევეს სამშობლოდან. უმეფოდ დარჩენილი [[სპარტა]] კი დახმარებას ითხოვდა [[აქემენიანთა იმპერია|სპარსეთის უზარმაზარი იმპერიის]] წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
[[პლუტარქე]] ლეონიდასისი შესახებ წერს: {{ციტატა|ერთხელ მას უთხრეს: შენ რომ მეფე არ იყო არაფრით ხარ ჩვენზე უკეთესი, ხოლო ლეონიდასმა უპასუხა: კი, მაგრამ მე რომ თქვენზე უკეთესი არ ვიყო, მეფე არ ვიქნებოდი<ref>Plutarch on Sparta, Sayings of Spartans, Leonidas son of Anaxandridas, #1</ref>.}}
 
[[ძვ. წ. 481]] წელს შეიკრიბა საერთო ბერძნული კონგრესი. მას უნდა ემსჯელა [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიანთა]] წინააღმდეგ კოალიციის შექმნის თაობაზე კონგრესის დადგენილებით ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ყველა წევრს ევალებოდა სამშობლოს დაცვა, ხოლო ის ქალაქი, რომელიც სპარსელებს მიემხრობოდა სასტიკად უნდა დაესაჯათ. გაერთიანებული ჯარის წინამძღოლად კი აირჩიეს ლეონიდასი.
 
==თერმოპილეს ბრძოლა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეონიდასი“-დან