ხერხემალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ხერხემალი საიმედოდ იცავს [[ზურგის ტვინი|ზურგის ტვინს]]. [[კისერი|კისრის]] პირველი მალა (ატლასი) შესახსრებულია კეფის ძვლის როკებთან; ამ სახსარში ხდება თავის მოხრა, აწევა, და მარჯვნივ და მარცხნივ გადახრა. დაბადების შემდეგ პირველი წლის მანძილზე ხერხემალში ხდება 2 წინ მიმართული გამრუდება (კისრისა და წელის ლორდოზი) და ორი უკანა გამრუდება (გულმკერდისა და გავის კიფოზი). აღნიშნული ფიზიოლოგიური გამრუდებანი, აგრეთვე ხრტილები, ხერხემალს განსაკუთრებულ [[ზამბარა|ზამბარისებრ]] წარმონაქმნად ხდის და დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სიარულზე.
 
ხერხემლის დაავადებებიდან შედარებით იშვიათი ანომალიების გარდა აღსანიშნავია ხერხემლის ტრავმული ხასიათის დაზიანებანი , დეფორმაციები: [[სქოლიოზისკოლიოზი]], [[ხერხემლის გამრუდება]]; ანთებითი დაავადებანი: [[სპონდილიტი]], [[ოსტეომილეტი]], დისტროფიული დაავადება [[ოსტეოქონდროზი]] და სხვ. ხერხემლის დაავადებებს სწავლობს და კურნავს [[ორთოპედია]] და [[ტრავმატოლოგია]].
 
==ლიტერატურა==
*[http://minclinic.ru/vertebral/vertebral_ge/skolioz_ge.html ხერხემლის სკოლიოზი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.]
*{{ქსე|11|471-472|ვ. აბაშიძე}}
 
[[კატეგორია:ადამიანის ანატომია]]
ანონიმური მომხმარებელი