თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

{{ციტატა|მე ესე მსურს, რადგანაც, რომ აქა როსიის იმპერიისა ს. პეტერბურღის აკადემია ნაუკისაგან პოჩეტნი ჩლენათა ვარ მირებული, პარიჟის აკადემია ნაუკამაც მიმიღოს ამა სახითვე პოჩეტნი ჩლენად. და რადგანაც რომ ნორდიისა, ე. ი. (დანიის სამეფოისა) კოპენღანღენისა სამეფოსა შეკრულებასა შინაცა ანტიკვართასა პირველტა ჩლენთა შორის ვარ აღრაცხულ, და რუსეთის აკადემია ნაუკისაც და კოპენღანღენის ანტიკვართა შეკრებულებისაც დიპლომი მქონიან. და მსურს, რომ პარიჟის აკადემიამაც ინებოს ჩემი პოჩეტნი ჩლენობა.}}
 
შემდეგ ჩამოთვლის თავის დამსახურებას სააზიო საზოგადოების წინაშე. მაგრამ ეს სურვილი თეიმურაზისა, ვერ განხორციელდა — ავადმყოფობამ და სიკვდილმა უსწრო. [[1845]] წლის დასასრულიდან იწყება მისი ძლიერი დაცემა წყალმანკისაგან, რომელიც [[1846]] წლის თებერვალს იქამდე მივიდა, რომ თეიმურაზი რამდენიმე დღე უგრძნობლად იწვა. ექიმმა შეგალოვმა, მართალია აღკვეთა იგი, მაგრამ არა დიდი ხნით. [[1846]] წლის 23 ოქტომბერს თეიმურაზ ბატონიშვილი გარდაიცვალა. ხოლო 29 ოქტომბერს დასაფლავებულ იქნა [[ნევის მონასტრის ბაგრატიონთა სასაფლაოზე]], თავისი ძმის დავითის გვერდით.
 
თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ მისი მდიდარი ქართული ბიბლიოთეკა გადაეცა [[პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია|პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის]] აზიურ მუზეუმს.
 
[[მარი ბროსე]] თავის ნეკროლოგში თეიმურაზის გარდაცვალების გამო სწერდა: «Память его неизгладимо останется в сердцах всех его знакомых, и особенно благодарного ученика его».
 
თეიმურაზ ბატონიშვილი [[1846]] წელს პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
 
==ბიბლიოგრაფია==