თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრებიდან იწყება მისი ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი. მთელი თავისუფალი დრო ხმარდებოდა საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას, დამუშავებას და ზოგიერთი სპეციალური წიგნების თარგმნას. 1811 წლიდან 1830 წლამდე უნდა იყოს ნათარგმნი და დაწერილი ყველა ის შრომა, რომელტაც საქართველოს ისტორიასტან ნაკლები კავშირი აქვთ და მეცნიერების ამა თუ იმ დარგს ემსახურებიან. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. [[1838]] წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა [[მარი ბროსე]]მ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“<ref>Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX</ref>.
 
1830 წლიდან ბროსე მჭიდრო კავშირს ამყარებს თეიმურაზ ბატონიშვილთან. გაცნობა ხდება მიმოწერით. 1830 წლით დათარიღებული წერილით უნდა იწყებოდეს თეიმურაზის მიმოწერა ბროსესთან, რადგან ამ მიმოწერით ბატონიშვილი, როგორც ჩანს პირველად აცხადებს სურვილს კორესპოდენტობისა და ამცნობს თავის მისამართსაც.
 
{{ციტატა|მე თვით გექმნები შენ თანამოსამსახურე, ე. ი. კორესპოდენტი, ზოგად ყოველთავე, ძველთა და ახალთა საეკლესიოთა გინა საეროთა და სამოქალაქოთა ხელოვნებათა ჩუენისა სწავლისათა.}}
 
ხოლო გაგზავნილ მისამართით ატყობინებს, რომ მას აქვს თავისი საკუთარი სახლი სანკტ პეტერბურღს, ვასილის ოსტროვასა შინა მეცხრეს ლინიაზედ, მახლობელ მდინარესა ნევისა №8-ს.
 
ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანული რელიგიის]] დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.