თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 83:
}}
'''თეიმურაზ ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') (დ. [[23 აპრილი]], [[1782]], [[თბილისი]] — გ. [[25 ოქტომბერი]]/[[5 ნოემბერი]], [[1846]], [[პეტერბურგი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი და მეცნიერი, [[გიორგი XII|გიორგი XII-ის]] ძე. ცოლად ჰყავდა [[ელენე ამილახვარი|ელენე ოთარის ასული ამილახვარი]] (1783-1866).
 
[[1838]] წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა [[მარი ბროსე]]მ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“<ref>Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX</ref>.
 
==ბიოგრაფია==
Line 139 ⟶ 137:
[[1810]] წლის დასასრულს თეიმურაზმა გამგზავრების ხარჯი 4500 მანეთის ასიგნაცია მიიღო და [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაემგზავრა. მას თავისი მოგზაურობა აღწერილი აქვს თავის ნაშრომში „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურღამდის“. თეიმურაზს თან ახლდა პეტრე ლარაძეც. პეტერბურგში მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
 
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრებიდან იწყება მისი ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი. მთელი თავისუფალი დრო ხმარდებოდა საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას, დამუშავებას და ზოგიერთი სპეციალური წიგნების თარგმნას. 1811 წლიდან 1830 წლამდე უნდა იყოს ნათარგმნი და დაწერილი ყველა ის შრომა, რომელტაც საქართველოს ისტორიასტან ნაკლები კავშირი აქვთ და მეცნიერების ამა თუ იმ დარგს ემსახურებიან. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. [[1838]] წელს აკადემიის საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა [[მარი ბროსე]]მ წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა — აღვიარებ ჩემს თავს“<ref>Д. Бакрадзе — Статьи по истории др. Гр., გვ. 9, შდ. თ. ჟორდანია, ქრონიკები... I, გვ. IX</ref>.
 
ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანული რელიგიის]] დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.
Line 165 ⟶ 163:
 
აქვე სპარსეთში ყოფნისას, შეუგროვებია მას მასალები თავისი შრომისათვის „აღწერა აწინდელთა სპარსეთისა ყეენთა (ანუ შაჰთა) და გვარეულობისათჳს ყაჯართასა თუ საიდან წარმოებენ“, დაწერილი ს. პეტერბურგს მოსვლისთანავე [[1811]] წელს გრაფ ნიკოლოზ რუმიანცევისათვის<ref>„თეიმურაზის ბიბლიოთეკის კატალოგი“ А. Цагарели, След. о. память. груз. письм. 1894, ტ. I, გვ. 179</ref>. ირანში ყოფნისას აქვს ნათარგმნი სპარსულიდან „წიგნი ათი გვირგვინნი, ანუ შირვან სპარსთა მეფისაგან ქმნული“, „პრაქტიკა არტილერიისა“. გარდა ამისა ირანში ყოფნისას თეიმურაზი წერდა ლექსებსაც. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი რამდენიმე პოეტური ნაწარმოები, რომელთაც არც ისე დიდი ლიტერატურული ღირსება გააჩნიათ. როგორც თვითონ აღნიშნავს, სასულიერო ხასიათის ლექსების წერაში ატარებდა „ჟამსა უცხოებასა მყოფობისას“. მისი სიტყვით, სპარსეთში დაწყებული სამოცტაეპიანი ე. წ. „სამოცეული“ „სადიდებელად და სიხარულით სავედრებლად ყოვლად წმიდისა დედოფლისა... მარიამის მიმართ“, [[1811]] წელს ს. პეტერბურგს დაუმთავრებია. ამგვარივე შინაარსისაა მის მიერვე შეთხზული აკროსტიხები, 1804 წლის 22 აპრილს, იესო ქრისტეზე, წმინდა გიორგიზე, 1806 წლის 14 იანვარს, აკროსტიხები კიდურწერილობით: „წ~ინა ნეტარო გრძნობ (sic!) მონა უღირსი ქებით, რათა მიხსნა მტერტაგან შეპყრობილი“... [[1810]] წლის 23 აპრილს ისევ წმინდა გიორგიზე. პოემა „ვაშლი“ წარმოადგენს თეიმურაზის მხატვრული შემოქმედების საგანძურის ბოლო აკორდს.
 
პეტერბურგში ყოფნისას 1810-1831 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილის ნათარგმნი წიგნებს შორის აღსანიშნავია:
* გრიგოლ კონსტანტინოპოლელ პატრიარხის დაკრძალვაზე ნათქვამი სიტყვა.
* წიგნი „ბუნებისათვის ღმერთთასა“ ციცერონისა.
* წიგნი არისტოტელისა „ბოროტისათვის და კეთილისა“, თარგმნილი რუსულიდან ქართულად.
* „ტაქტიკა ქარტებით“, თარგმნილი ფრანგულიდან ქართულად.
* „მხედრობის დარიგება ნაპალეონისაგან“, თარგმნილი რუსულიდან ქართულად.
* „ფრანციცულნი სჯულნი სამხედროთაგანთა“, თარგმნილი ფრანგულიდან ქართულად.
 
== კომენტარები ==