თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ტორმასოვი თეიმურაზის დაბრუნებას თვლიდა ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად. თეიმურაზი მართლაც, როგორც ჩანს, გამოპარულა, მას თან არ ჰქონია ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები. ამის გამო მისცეს დახმარების სახით 200 მანეთი და დაუნიშენს ჯამაგირი 300 მანეთი.
 
[[1810]] წელსწლის სამშობლოშიდასასრულს დაბრუნდა,თეიმურაზმა მალეგამგზავრების ხარჯი 4500 მანეთის ასიგნაცია მიიღო და [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნესგაემგზავრა. აქმას თავისი მოგზაურობა აღწერილი აქვს თავის ნაშრომში „მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურღამდის“. თეიმურაზს თან ახლდა პეტრე ლარაძეც. პეტერბურგში მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
 
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრებიდან იწყება მისი ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი. მთელი თავისუფალი დრო ხმარდებოდა საქართველოს ისტორიის მასალების შეგროვებას, დამუშავებას და ზოგიერთი სპეციალური წიგნების თარგმნას. 1811 წლიდან 1830 წლამდე უნდა იყოს ნათარგმნი და დაწერილი ყველა ის შრომა, რომელტაც საქართველოს ისტორიასტან ნაკლები კავშირი აქვთ და მეცნიერების ამა თუ იმ დარგს ემსახურებიან. 1830 წლიდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.
 
ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანული რელიგიის]] დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქართველოს წარსულს.