მეორე მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
[[აზია]]ში ის დაიწყო [[მეორე იაპონია-ჩინეთის ომი]]თ [[1937]] წლის [[7 ივლისი|7 ივლისს]] და [[ევროპა]]ში [[გერმანია|გერმანიის]] თავდასხმით [[პოლონეთი|პოლონეთზე]] [[1939]] წლის [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]]. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა [[1945]] წლის [[8 მაისი]]ს [[ვერმახტი]]ს კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — [[1945]] წლის [[2 სექტემბერი|2 სექტემბერს]] [[იაპონია|იაპონიის]] კაპიტულაციით.
 
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, [[იტალია]] და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: [[საფრანგეთი]], [[დიდი ბრიტანეთი]] და [[ჩინეთის რესპუბლიკა]], [[რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი]]ს დარღვევის შემდეგ [[სსრკ|საბჭოთა კავშირი]] და იაპონიის [[თავდასხმა პერლ-ჰარბორზე|პერლ-ჰარბორზე თავდასხმის]] შემდეგ - [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატები]].
 
მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის აუზი]], ევროპა და [[აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკა]]. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] ''([[არქტიკა]])'' [[ალასკა]]სა და [[გრენლანდია]]ზე, ახლო აღმოსავლეთში - [[ერაყი|ერაყსა]] და [[ირანი|ირანში]], აღმოსავლეთ აფრიკაში - [[ეთიოპია]]სა და [[სომალი]]ში, აგრეთვე [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] ''( [[სურინამი]]ს დაპყრობა )'', [[ტიბეტი|ტიბეტში]] ''(ტოლსტოი-დოლანის მისია)'' და [[ანტარქტიდა]]ზეც კი ''(ოპერაცია ,,ტაბარინი<nowiki>''</nowiki>„ტაბარინი“)''.
 
მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა [[მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები|60 მილიონამდე]] ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი [[სამხედრო დანაშაული]] და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც [[გენოციდი|გენოციდშიც]] კი გადაიზარდა.