პატარა უფლისწული: განსხვავება გადახედვებს შორის

(→‎სქოლიო: clean up, removed: {{Link GA|frr}} using AWB)
'''პატარა უფლისწული''' ({{lang-fr|Le Petit Prince}}) — ალეგორიული [[ნოველა]]; [[ფრანგები|ფრანგი]] არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის [[ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი]]ს ყველაზე ცნობილი ნაშრომი. პირველად გამოქვეყნდა [[1943]] წელს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენაზე]]. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, [[1946]] წელს (თუმცა ორიგინალის ენაზე ნოველა პირველად ჯერ კიდევ [[აშშ]]-ში გამოიცა, ინგლისურენოვანი პუბლიკაციის შემდეგ).<ref>LePetitePrince.net website (2011) [http://www.lepetitprince.net/sub_1945/1945gallimard-E.html ''Le Petit Prince - 1945 - Gallimard''], lepetitprince.net website. Retrieved October 26, 2011.</ref>
 
პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმანი [[ფრანგული ენა|ფრანგულენოვანი]] წიგნია. [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ის [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის [[ბრაილის შრიფტი|ბრაილზე]]), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140-ზე მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.
 
[[ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი|სენტ-ეგზიუპერი]] საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასაწყისში მან სამხედრო პილოტად დაიწყო მუშაობა. წიგნი კი [[აშშ]]-ში დაწერა და დააილუსტრირა, მას შემდეგ რაც [[საფრანგეთის კამპანია|საფრანგეთის კამპანიისას]] განცდილი მარცხისას ამ ქვეყანაში გადაიხვეწა. აშშ-ში მას პირადი დავალება ჰქონდა, რომ მისი მთავრობა დაერწმუნებინა სასწრაფოდ ჩართულიყო [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტური გერმანიის]] წინააღმდეგ ომში. ნაწარმოების ნახევარზე მეტი მან პირადი აღმასვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად დაწერა, მათ შორის მგრძნობიარე ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი ახალგაზრდა უფლისწულის პირით ჰყვება.
1

რედაქტირება