იმელი (შენობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სქოლიო
ხაზი 4:
 
==ისტორია==
1933 წელს [[საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი]]ს პირველი მდივანი [[ლავრენტი ბერია]]ს ძალისხმევით, "მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის" შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა ი. ფომინი, ვ. კოკორინი, ნ. სევეროვი, კალაშნიკოვი, ა. ვლასოვი და ა. შჩუსევმა. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა. <ref>გაზეთი „კომუნისტი“ – 1943 წ. 21 იანვარი, # 17 (6642), გვ.2}} </ref>
 
სამნაწილიანი, სიმეტრიული შენობის მთავარი შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ამავე ღერძზეა ნახევრადწრიული ფორმის დარბაზიც. შენობის გვერდითა ფრთები გამოყოფილია ცენტრალური ნაწილისგან. მთავარი ფასადი [[სტალინისტური არქიტექტურა|სტალინისტური არქიტექტურის]] ტიპიური ნიმუშია. უკანა ფასადი კი [[კონსტრუქტივიზმი]]ს ხასიათს ატარებს. შენობის ექსტერიერებიც და ინტერიერებიც შემკულია ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით. ზედაპირები მოპირკეთებულია სხვადასხვა ქართული [[მარმარილო]]ებით და [[ბოლნისი]]ს [[ტუფი]]თ. ეკლექტიკურობის მიუხედავად, მთლიანობაში იმელის შენობა ერთიან ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმელი_(შენობა)“-დან