იმელი (შენობა): განსხვავება გადახედვებს შორის

სქოლიო
(სქოლიო)
 
==ისტორია==
1933 წელს [[საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი]]ს პირველი მდივანი [[ლავრენტი ბერია]]ს ძალისხმევით, "მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის" შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა ი. ფომინი, ვ. კოკორინი, ნ. სევეროვი, კალაშნიკოვი, ა. ვლასოვი და ა. შჩუსევმა. გაიმარჯვა შჩუსევის პროექტმა. მშენებლობა 1934 დან 1938 წლამდე გაგრძელდა.{{სქოლიო| <ref>გაზეთი „კომუნისტი“ – 1943 წ. 21 იანვარი, # 17 (6642), გვ.2}} </ref>
 
სამნაწილიანი, სიმეტრიული შენობის მთავარი შესასვლელი ფასადის ცენტრშია მოთავსებული. ამავე ღერძზეა ნახევრადწრიული ფორმის დარბაზიც. შენობის გვერდითა ფრთები გამოყოფილია ცენტრალური ნაწილისგან. მთავარი ფასადი [[სტალინისტური არქიტექტურა|სტალინისტური არქიტექტურის]] ტიპიური ნიმუშია. უკანა ფასადი კი [[კონსტრუქტივიზმი]]ს ხასიათს ატარებს. შენობის ექსტერიერებიც და ინტერიერებიც შემკულია ძველი ქართული არქიტექტურული ელემენტებით. ზედაპირები მოპირკეთებულია სხვადასხვა ქართული [[მარმარილო]]ებით და [[ბოლნისი]]ს [[ტუფი]]თ. ეკლექტიკურობის მიუხედავად, მთლიანობაში იმელის შენობა ერთიან ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.
 
მონუმენტური შენობის მშენებლობაში რამდენიმე სიახლე გამოიყენეს: ეს შენობა იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, სადაც გამოიყენეს ახალი სამშენებლო მასალა - [[არმირებული პემზობეტონი]]. ამით მშენებლებმა ჩაანაცვლეს ადგილობრივი დეფიციტური მასალა - [[აგური]] და [[ცემენტი]]. {{სქოლიო|<ref>В Кулага – Архитектура здания института Маркса-Энгельса-Ленина в Тбилиси (Москва 1951)}}</ref>
 
შენობის საერთო ფართი 75 ათას კვ. მ.-ს შეადგენდა. მისი მშენებლობა 14 მილიონი მანეთი დაჯდა.
{{სქოლიო}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
==იხილეთ ასევე==
*[http://www.tbilisiarchitecture.net/ka/imeli-building/ იმელის შნობა]
*[http://sovlab.ge/ka/blog/imeli-alexandre-elisashvili საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია - იმელის შენობა თბილისში]]