კომბოსტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''კომბოსტო''' ([[ლათ.]] Brassica) — [[მცენარეები|მცენარის]] გვარი [[ჯვაროსნები (ოჯახი)|ჯვაროსანთა]] ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს თითისტარისებრი ფესვი, სწორი ან ნახევრად წამოწეული დატოტვილი ღერო, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, შიშველი ან შებუსულუ ღერო და ფოთოლი, მტევნებად ან ფარებად შეკრებილი ყვავილები. ყვითელი გვირგვინის ფურცლები; ნაყოფი - პარკი, სფეროსებრი თესლი, ფერად მუქი მურა, მომიხაკისფრო, მოწითალო-მურა ან ყვითელი. კომბოსტოს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში. კულტურული სახეობებია ბოსტნისა და საკვები კომბოსტო, [[მიწამხალა]], [[რაფსი]], [[თალგამი]], [[შალგი]], [[მდოგვი]] და სხვა. ბოსტნისა და საკვები კომბოსტოს ჯგუფში შედის [[ბოსტნის კომბოსტო]], [[ჩინური კომბოსტო]], [[პეკინური კომბოსტო]]. კომბოსტოს ყველა სახეობა, ყვავილოვანი და პელინური კომბოსტოს გარდა, ორწლოვანი მცენარეა.
 
კომბოსტოს იყენებენ ნედლად, ხარშავენ, თუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, ახმობენ, ყინავენ და სხვა. კომბოსტო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფის და სხვა). აქვს დიეტური და სამკურნალო თვისებები. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს [[თავიანი კომბოსტო|თავიან კომბოსტოს]]. [[საქართველო]]ში გავრცელებული თავიანი კომბოსტოს ჯიშების (პირველი ნომერი გრიბოვოს 147, ოქროს ჰექტარი, გრიბოვოს დიდება 231, ბელორუსული 456, მოსკოვური საგვიანო 15, [[ამაგერი 611]] და სხვა) გარდა გავრცელებული და დარაიონებულია ხარისგულა, ლანირული ხარისგულა, დარუბანდული ადგილობრივი, გორული ბრაუნშვაიგი, ქართული (მესხური) ბერბუკულა და სხვა. კომბოსტოს მოსავალი 200-900 ც/ჰა. საყუათო ნივთიერების შემცველობით და საგემოვნო თვისებების მხრივბ განსაკუთრებით მდიდარია [[ყვავილოვანი კომბოსტო]]. მისი ჯიშებია: მოსკოვური საკონსერვო, „სნეჟინკა“, ადრეული, სამამულო და სხვა. მოსავლიანობა ღია გრუნტზე 180 ც/ჰა. [[კოლრაბი|კოლრაბის]] (ბოსტნის კომბოსტოს სახეობა) თალგამისებურად გამსხვილებულ ღეროს — ღერონაყოფს იყენებენ ნედლად. შემწვარს და მოთუშულს. კოლრაბის მსგავსია საქართველოში გავრცელებული [[კეჟერა]], რომელიც მრავალნაირი ფორმით გვხვდება. ფოთლოვანი კომბოსტო მოჰყავთ საკვებად და დეკორატიულ მცენარედ. ჩითილით კომბოსტოს მოყვანა ყველაზე განრცელებული წესია. ჩითილები გამოჰყავთ კვალსათბურებში, ცივ ან თბილ საჩითილეებში, სამხრეთის თბილ რაიონებში - ღია გრუნტზე.
 
''კომბოსტოს დაავადებებია:'' კომბოსტოს შავფეხა, ალტერნარიოზი, ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე და თეთრი სიდამპლე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კომბოსტო“-დან