თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 159:
ის არის ავტორი შრომისა „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“.
 
==ბიბლიოგრაფია==
==სამეცნიერო ნაშრომები==
თეიმურაზის ირანში ყოფნას მისი მომავალი მეცნიერული მუშაობისათვისუაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან აქ ყოფნისას შეითვისა სპარსული ენა და ბროსეს აზრით თურქულიც. საფიქრებელია, სპარსეთში ყოფნისას დაეწყოს თეიმურაზს დიპლომატიურის მოსაზრებით ფრანგული ენის შესწავლაც. რაც მთავარია, გაეცნო სპარსულ ლიტერატურას, რომლითაც თავის მდგომარეობაში შეეძლო დიდად ესარგებლა. როგორც თეიმურაზი თავის „ივერიის ისტორიაში“ წერდა:
 
{{ციტატა|ესე თავრიზს ყოფისა ჩემისა წელსა 1809-სა გამოიწერა წიგნისა მიგან სპარსულისა მოთხრობისაგან ადრიბეჟანისა, რომელსაცა წიგნსა ეწოდების სპარსულად „თარიყი-ადრებეიჟან“, რომელსა შინა წერილ არიან ზემოდ თქმულნი ესე<ref>თ. ბატონიშვილი, ისტორია ივერიისა, 1848, გვ. 80</ref>.}}
 
აქვე სპარსეთში ყოფნისას, შეუგროვებია მას მასალები თავისი შრომისათვის „აღწერა აწინდელთა სპარსეთისა ყეენთა (ანუ შაჰთა) და გვარეულობისათჳს ყაჯართასა თუ საიდან წარმოებენ“, დაწერილი ს. პეტერბურგს მოსვლისთანავე 1811 წელს გრაფ ნიკოლოზ რუმიანცევისათვის<ref>„თეიმურაზის ბიბლიოთეკის კატალოგი“ А. Цагарели, След. о. память. груз. письм. 1894, ტ. I, გვ. 179</ref>. ირანში ყოფნისას აქვს ნათარგმნი სპარსულიდან „წიგნი ათი გვირგვინნი, ანუ შირვან სპარსთა მეფისაგან ქმნული“, „პრაქტიკა არტილერიისა“. გარდა ამისა ირანში ყოფნისას თეიმურაზი წერდა ლექსებსაც. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი რამდენიმე პოეტური ნაწარმოები, რომელთაც არც ისე დიდი ლიტერატურული ღირსება გააჩნიათ. როგორც თვითონ აღნიშნავს, სასულიერო ხასიათის ლექსების წერაში ატარებდა „ჟამსა უცხოებასა მყოფობისას“.
 
== კომენტარები ==