თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 126:
 
===რუსეთში გამგზავრება===
თეიმურაზი რწმუნდებოდა რა მთელი ამ გეგმების უსუსურობაში, [[1810]] წელს ის თავის მტკიცე გადაწყვეტილებას სცვლის და არჩევს რუსეთთან შერიგებას. ამ შერიგების საქმეში დიდი როლი ითამაშა [[პეტრე ლარაძე]]მ, როგორც გვამცნობს მისი „ჩახრუხაული და შაირნი, მწირობასა შინა თქმული ოდეს მსახურა მეფის ძეს თეიმურაზს და ძლიერის ხელოვნებით გამოიყანა სპარსეთით“. როგორც ირკვევა, ტორმასოვის დავალებით, პეტრე ლარაძე გაგზავნილ იქნა სპარსეთში თეიმურაზის მოსაძებნად, როგორც ლარაძე იტყობინება თეიმურაზი მას დიდის ვაგლახით მოუძებნია. ამ დროს თეიმურაზი ერევანთან დაბანაკებულ აბას-მირზას ლაშქარში მთელ არტილერიას მეთაურობდა. მაგრამ არც ისე ადვილად დაუნებებიათ თეიმურაზი მისთვის, შეტაკებაც კი მოსვლია სპარსელებთან:
{{ციტირება|განვაკვირვე სპარსთა გული, თჳთ მემკვიდრეს უქმენ ხლათი,
 
გამოვაპე შუა რაზმი, სთქვეს რა დილის სალავათი...}}
 
[[1810]] წლის 15 სექტემბერს რამდენიმე მხლებელითურთთეიმურაზი გამოცხადდა პოლკოვნიკ ურაკოვთან<ref>ტორმასოვის წერილი ახვერდოვთან, 1810 წ. 18 სექტემბერი, «Акты», IV, გვ. 136</ref>.
 
თეიმურაზ ბატონიშვილის „მასალების“ მიხედვით: მაშინ ძე ყეენისა აბაზ-მირზა იდგა გარნისს, მუნით განივლტო მეფის გიორგის ძე თეიმურაზ ჯვარის ამაღლების დღეს 14 სეკტემბერს, რომელიცა იმყოფებოდა ძესთან ყეენისა ამაზ-მირზაჲსთანა დიდითა პატივითა თავად თოფხანათა ზედა, ახლად განსწავლულთა რეგულთა ზედან სპარსთასა. და მოვიდა ტორმასოვთან, რომელიცა იდუმალ ტორმასოვი ეზრახოდა და შეუძინა გამზდელი ლალა მისი პეტრე ლარაძე აზნაური, რომელმანცა მოაცთუნა და მოიყვანა მუნით. ხოლო მოვიდა რა თბილისს, წარგზავნა იგიცა რუსეთსა შინა.
 
ტორმასოვი თეიმურაზის დაბრუნებას თვლიდა ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად. თეიმურაზი მართლაც, როგორც ჩანს, გამოპარულა, მას თან არ ჰქონია ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები. ამის გამო მისცეს დახმარების სახით 200 მანეთი და დაუნიშენს ჯამაგირი 300 მანეთი.
 
[[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.