პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

რუსეთის გეგმაში კი შედიოდა პოლონეთიდან შეტევა, აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელების ალყაში მოქცევა და ბერლინისკენ გალაშქრება. ამავდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ავსტრიულ გალიციაში და [[კარპატები|კარპატებთან]] გამაგრებული ავსტრიელები გაენადგურებინა. რუსულ არმიას შეეძლო 6 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და იგი ყველაზე დიდი იყო ევროპაში, მაგრამ ამავდროულად ყველაზე არამობილურიც. რკინიგზების ძალიან მცირე რაოდენობა არ აძლევდა რუსეთს სწრაფი მობილიზაციის ჩატარების საშუალებას.
 
ავსტრიის შეჭრა სერბეთში არ ვითარდებოდა გეგმისამებრ, სერბები კარგად იყენებდნენ მთიან რელიეფს რაც მათ თავდაცვაში უპირატესობას ანიჭებდა. თვენახევრის მანძილზე ავსტროუნგრეთმაავსტრია-უნგრეთმა ვერავითარ წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო დანაკარგები უკვე 40 000 კაცი ჰყავდა. გალიციაშიც არ მიდიოდა საქმე კარგად, ქალაქ [[ლვოვი|ლემბერგთან]] (ლვოვი) ავსტრიის და რუსეთის ჯარებმა ბრძოლა გამართეს, დანაკარგები ორივე მხარეს ძალიან მძიმე ჰქონდა, თან ავსტრიელებს 100 კმ-ით დასავლეთით მოუწიათ დახევა.
 
აღმოსავლეთ პრუსიაში სიტუაცია ბევრად უფრო დრამატულად განვითარდა. [[17 აგვისტო]]ს რუსულმა კავალერიამ [[რენენკამპფი]]ს მეთაურობით გადაკვეთა საზღვარი და სამ დღეში შეუტია გერმანიის მერვე არმიას გუმბინემთან. მარჯვენა ფლანგზე რუსების შეტევა შეაჩერეს, მაგრამ ცენტრალურ ნაწილში რუსებმა მიაღწიეს წარმატებას. გერმანელებს დაეწყოთ პანიკა და არმიის მხედართმთავარმა ფონ პრიტვიცმა უკან დახევა დაიწყო.
[[23 აგვისტო]]ს პრიტვიცი შეცვალეს [[ჰინდენბურგი, პაულ ფონ|პაულ ფონ ჰინდენბურგით]] ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა [[ერიხ ლუდენდორფი|ერიხ ფონ ლუდენდორფი]]. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. [[26 აგვისტო]]ს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ [[ნემანი|ნემანს]] იქეთ განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს.
 
ამრიგანამრიგად, ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ, რომ რუსები თავისი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის [[ცინდაო]]ს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ [[ატლანტის ოკეანე]]ში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.
 
მოუხედავად იმისა რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
=== [[1914]] ===
 
მდინარე ენაზე გერმანელების გამაგრების შემდეგ, ამ მდინარიდან [[ლამანშილა-მანშის სრუტე|ლამანშამდელა-მანშამდე]] წარმოიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. ფრანგებმაც და გერმანელებმაც გადაწყვიტეს ამ დაუცველი ტერიტორიიდან ერთიმეორეს ზურგში შეჭროდაშეჭრა გადაწყვიტეს, ამიტომ [[16 სექტემბერი|16 სექტემბერს]] ორივე არმიამ დაიწყო ზღვისკენ სვლა. შეტევის ყველა მცდელობა კონტრშეტევით სრულდებოდა, ორივე არმია ერთმანეთის პარალელურად ცდილობდა ზღვისკენ გასვლას. ეს "ზღვისკენ სირბილი" ერთ თვეში ფრედ დასრულდა, ფრანგებმაც და გერმანელებმაც ერთდროულად მიაღწიეს ლამანშს.
 
გერმანელებს მაინც სურდათ გაერღვიათ ფრანგების რიგები და ქალაქ [[იპრი|იპრთან]] შეუტიეს. ბრძოლა 3 კვირა გაგრძელდა, გერმანელები მთელი ძალებით ცდილობდნენ გაერღვიათ მოკავშირეთა რიგები. ერთხელაც იმედგაცრუებულმა სარდლობამ ბრძოლაში ახალგაზრდა, ცუდად მომზადებული მოხალისეები გაუშვა, ბრიტანულმა ტყვიათმფრქვევებმა ისინი გაანადგურა. გერმანელებმა ამ დღეს "ახალშობილთა ჟლეტა" უწოდეს. ბრიტანულმა ჯარმა გაძლო, მაგრამ უდიდესი დანაკარგები ჰქონდა. იპრთან დასამარდა ბრიტანეთის რეგულარული არმია. ამ ბრძოლაში ტყვიათმფრქვევების და მჭიდიანი თოფების უპირატესობა გამოიკვეთა. ეს ბრძოლა იყო გერმანელების უკანასკნელი მცდელობა მოეპოვებინათ სწრაფი გამარჯვება. სარდლობამ გადაწყვიტა თავდაცვაზე გადასვლა და ძალების ნაწილის აღმოსავლეთ ფრონტზე გაშვება.
 
[[ფაილი:Royal Irish Rifles ration party Somme July 1916.jpg|thumb|left|ირლანდიელი მსროლელები სანგარში, სომის ბრძოლის წინ 1916 წლის ივლისი]]
ვერდენის ამბების მიუხედავად მოკავშირეებმა მაინც განახორციალეს სომაზე შეტევა. [[24 ივნისი|24 ივნისს]] დაიწყო ფრონტის 20 მილიან მონაკვეთზე გერმანული პოზიციების საარტილერიო მომზადება. შეტევა [[1 ივლისი|1 ივლისს]] დაიწყო. სამხრეთით ნისლის წყალობით ფრანგებმა მიაღწიეს მცირე წარმატებებს, ინგლისელებმა კი პირველივე დღეს 60 000 ადამიანი დაკარგეს. აღმოჩნდა რომ საარტილერიო მომზადებით გერმანული პოზიციები არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა სარდლობამ არ შეაჩერა შეტევა და ბრძოლებმა ნოემბრამდე გასტანა, როდესაც ტალახისგან უკვე შეუძლებელი იყო გადაადგილება. მოკავსირეებიმოკავშირეები 4 თვეში 7 მილით წინ წავიდნენ და დაკარგეს 600 000 ადამიანი. პირველი იპრის ბრძოლა თუ ინგლისის რეგულარული ჯარის სასაფლაო გახდა, სომაზე ბრძოლა კიტჩენერის მოხალისეებისთვის გახდა სასაფლაო.
 
ინგლისელებმა შექმნეს ახალი იარაღი [[ტანკი]], რომელსაც სეეძლო ტრანშეებისდ და ბადეების გამაგრებების გარღვევა. პირველი გამოცდები ტანკებმა სომაზე ბრძოლისას გაიარეს [[სექტემბერი|სექტემბერში]]. ინგლისელები ტანკებს ქვეითთა მხარდასაჭერად იყენებდნენ, ხოლო ფრანგები როგორც დამოუკიდებელ მოსიარული საარტილერიო დანადგარს. პირველი ტანკები ძალიან მოუქნელი იყო, მაგრამ მალე იგი დაიხვეწა. გერმანელებმაც მალევე გამოუშვეს ტანკების საკუთარი მოდელები.
=== [[1917]] ===
[[ფაილი:Western Front 1917.jpg|thumb|დასავლეთის ფრონტი 1917 წელს]]
ზამთარი ძალიან ცივი იყო და სანგრებში ავადმყოფობები გაჩნდა. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამ ორივე მხარეს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, რაც ამ გამოფიტვაზე ომში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრიტანეთში როგორც იქნა საყოველთაო სამხედრო ვალდებულება შემოიღეს. საფრანგეთში ჟოფრის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი [[ნევილი, რობერ|რობერ ნევილით]] შეცვლა გამოიწვია. ვერდენის ამბებმაც გამოიწვია გერმანულ სარდლობაში ცვლილება, ფონ ფალკენრეიხი შეცვალეს [[ჰინდენბურგი, პაულ ფონ|ჰინდენბურგით]] და [[ლუდენდორფი, ერიხ|ლუდენდორფით]], რომლებმაც რუსები [[1914]] წელს დაამარცხეს. გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი.
 
ახალ თავდაცვის ხაზე გადასვლამდე მოკავშირეებს სურდათ მოეწყოთ ტანკების გამოყენებით ძლიერი შეტევა, ოპერაცია აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ გერმანელები ახალ გამაგრებებზე მარტში გადავიდნენ, თან უკან დახევისას მათ ბევრი ნაღმი დატოვეს, რაც მოკავშირეების წინსვლას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა ბრიტანელებმა [[9 აპრილი|9 აპრილს]] [[არასი|არასთან]] იერიში განახორციალეს.
ამ მოვლენებმა ფრანგების მოთმინების ფიალა აავსო და ჯარისკაცებში ღელვა დაიწყო. მთავრობამ ნევილი გადააყენა და მის ნაცვლად [[პეტენი, ანრი|ანრი პეტენი]] დანიშნეს - ვერდენის ერთ-ერთი გმირი. ახალმა მხედართმთავარმა გადაწყვიტა უშედეგო შეტევების ნაცვლად თავდაცვაზე გადასვლა. მოკავშირეები მდგომარეობა ძალიან სავალალო გახდა, მაგრამ [[6 აპრილი|6 აპრილს]] ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება ომში მოკავშირეთა მხარეს, რამაც მათ ახალი იმედები მისცა. პირველი ამერიკული სამხედრო ფორმირებები ევროპაში ივნისში ჩამოვიდა, მაგრამ სანამ მათ შეძლეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობის მიღება თვეები გავიდა.
 
თავდაპირველად ამერიკა ძალიან უარყოფითად იყო ევრიოპული ომის მიმართ განწყობილი და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკის პაციფისტურ განწყობაზე ძალიან იმოქმედეს გერმანულმა წყყალქვეშა ნავებმა, რომლებიც 1917 წლისთვის უკვე განურჩევლად დროშისგან ყველა გემს ძირავდნენ. ამერიკელთა მოთმინების ფიალა კი გადაავსო გერმანიის მცდელობამ ამერიკის ნეიტრალიზაციისთვის, [[მექსიკა]]ში ანტიამერუიკულიანტიამერიკული მოძრაობის გასააქტიურებლად.
 
მოკავშირეებმა გადაწყვიტეს გერმანელების ყურადღების დასუსტებული ფრანგული პოზიციებიდან გადასატანად ჩრდილოეთით დესანტის გადმოსხმა. ამისთვის ინგლისი გულდასმით მოემზადა. მათი მიზანი იყო [[ვიტესხეტე-მესინი]]ს ქედის დაკავება. გერმანული გამაგრებების გასანადგურებლად ინგლისელმა საპიორებმა მთებში ტუნელების თხრა დაიწყეს, მათში ასაფეთქებლების ჩასადებად. [[7 ივლისი|7 ივლისს]] დილით ვიტესხეტე-მესინის ქვეშ აფეთქდა 9 უძლიერესი ასაფეთქებელი. ხმა ინგლისის სამხრეთ სანაპიროზეც გაიგეს. ამის შემდეგ ბრიტანელებმა შეუტიეს და სწრაფად მოიპოვეს უპირატესობა. გეგმით ძიტითადი იერიში ივლისის ბოლოს უნდა მომხდარიყო, ხოლო დესანტის გადმოსხმა აგვისტოს დასაწყისში. იერიშის დაწყებამდე ომის მანძილზე ყველაზე ხანგძლივი საარტილერიო მომზადება უნდა ჩაეტარებინათ - 15 დღე.
წლის დასაწყისშივე ავსტრიელებმა დაამარცხეს [[ჩერნოგორია]] და ალბანეთი. ამრიგად აღმოსავლეთ ფრონტზე აშკარა უპირატესობას ფლობდნენ გერმანელები და ავსტრიელები. იანვარში რუსებმა თურქულ სომხეთს შეუტიეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ აიღეს [[ერზერუმი]] და [[ტრაპეზუნდი]]. თურქებმა კონტრსეტევის განხორციელება ვერ შეძლეს.
 
[[4 ივნისი|4 ივნისს]] რუსებმა [[ბრუსილოვი, ალექსეი|ალექსეი ბრუსილოვის]] ხელმძღვანელობით კარპატების ავსტრიელებს შეუტიეს. ავსტრიელები ვერ აჩერებდნენ რუსებს, გერმანელების ძირითადი ძალები კი დასავლეთ ფრონტზე იყო კონცენტრირებული, ამიტომ ძალიან გაუჭირდათ ძალების შეკრება და ავსტრიისთვის დახმარება. აგვისტოში კი ავსტრო-უნგრეთსა და გერმანიას ომი რუმინეთმა გამოუცხადა. რუსების წინსვლა კი რესურსების უკმარისობის გამო შეწყდა თან გერმანელებმა მას უკან დახევა აიძულეს. შემდეგ რუმინებსრუმინეთს შეუტიეს და წლის ბოლოს რუმინეთსრუმინელებს მარტო ერთი პროვინცია - [[მოლდავეთი]] დარჩათ.
 
=== 1917 ===
1915 წლის მაისიდან იტალიის ომში ჩართვის შემდეგ მოკავშირეებმა ავსტრიის ფლოტი აღმოჩნდა ჩრდილო [[ადრიატიკის ზღვა]]ში ჩაკეტილი პორტ [[პულუ]]ში. მიუხედავად ამისა ავსტრიელები გერმანელები ახერხებდნენ ამ ბარიერების გადალახვას. 1916 წელს გერმანულ ფლოტს სათავეში ადმირალი [[შეერი, რაინხარდ ფონ|რაიხარდ ფონ შეერი]] ჩაუდგა. მან განაახლა ბრიტანეთის ნაპირების შეტევები. გერმანელებმა განიძრახეს ბრიტანული ფლოტის ნაწილის ალყა და განადგურება, ოპერაცია [[31 მაისი|31მაისს]] იყო დანიშნული. ბრიტანელებმა წინასწარ შეიტყვეს გერმანელთა გეგმის შესახებ და გაცილებით მეტი გემი გაგზავნეს ნორვეგიის ნაპირებთან, სადაც უნდა შემდგარიყო ეს ოპერაცია.
 
ბიტი პირველი შეებრძოლა გერმანული ფლოტის კრეისერებს. გერმანელებმა ორი ინგლისური კრეისერი ჩაძირეს. გერმანელებს უკვე ეგონათ რომ თავისი მძლავრი არტილერიით დაამარცხეს ბიტის ფლოტი, მაგრამ, დღის მეორე ნახევარში ინგლისელთა ბლოტისფლოტის მეორე ნაწილი გამოჩნდა. ინგლისელებმა ჩაძუირესჩაძირეს გერმანელთა ორი კრეისერი და ლინკორი, რითაც დამთავრდა ბრძოლა.
 
[[იუტლანდიის საზღვაო ბრძოლა|იუტლანდიის საზღვაო ბრძოლის]] შემდეგ გერმანულ ფლოტს ჩრდილოეთის ზღვაში აღარ განუხორციალებია საომარი ოპერაციები.
[[1916]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] გერმანელებმა ჩაძირეს ინგლისური გემი "სასექსი", რომელზეც ამერიკის ბევრი მოქალაქი იყო. ამ ამბავმა ამერიკაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და გერმანელებმა შეაჩერეს წყალქვეშა ოპერაციები, იმის შიშით, რომ ამერიკაც არ ჩართულიყო ომში. ამის შემდეგ გერმანელული წყალქვეშა ფლოტის აქტივობამ ხმელთაშუა ზღვაში გადაინაცვლა.
 
1916 წლის ბოლოს დასავლეთ ფრონტზე სიტუაცია გერმანელებისთვის არც ისე კარგად ვითარდებოდა, უფრო სწორად საერთოდ არანაერადარანაირად არ ვითარდებოდა. ამიტომ სარდლობას იმედი ჰქონდა რომ ძლიერი წყალქვეშა შეტევით გამოეწვიათ ბრიტანულ სავაჭრო ფლოტში ისეთი დანაკარგები, რომ ინგლისელებს თვითონ ეთხოვათ მშვიდობა. დეკემბერში კი გერმანელებმა დაიწყეს ტოტალური წყალქვეშა ომი, ისინი ნეოტრალურ გემებსაც აღარ ინდობდნენ.
 
ინგლისელები სხვადასხვა ტიპის მინებით ებრძოდნენ გერმანულ წყალქვეშა გემებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისად ეფექტიანი. გერმანული სუბმარინები 1917 წლის დასაწყისში უკვე სერიოზულად დაემუქრნენ ინგლისურ ეკონომიკას. მოკავშირეები გადაარჩინა ომში ამერიკის ჩართვამ. ზაფხულიდან კი ბრიტანელებმა და ამერიკელებმა მიმართეს სავაჭრო გემების ექსკორტირებას სამხედრო გემებით, რამაც საგრძნობლად შეამცირა ბრიტანელთა დანაკარგები, ხოლო გერმანელების გაზარდა. ამას მოყვა გერმანიის ეკონომიკის სრული პარალიზება, რამაც გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება და პაციფისტური განწყობის ზრდა.
მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ომში 1917 წლის გაზაფხულზე ჩაერთო,ამერიკელებმა აქტიურად ბრძოლებში მონაწილეობა მხოლოდ 1918 წლის გაზაფხულზე მიიღეს, რადგან ამერიკული ჯარი სრულიად არ იყო მზად ისეთი ომისთვის როგორიც დასავლეთ ფრონტზე განვითარდა. ამერიკულ კორპუსს [[ჯონ პერშინგი]] ხელმძღვანელობდა. მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული არმია, რომელშიც 14 დივიზია შედიოდა. ახალი ამერიკული არმია საბრძოლველად პირველად 1918 წლის [[24 ივლისი|24 ივლისს]] შამპანში გავიდა.
 
სხვა ფრონტებზეც ინიციატივა ანტანტის ქვეყნებისკენ გადავიდა. ოქტომბერში მოკავშირეებმა გადალახეს მდინარე [[პიავა]] და შეუტიეს ავსტრიელებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებულები იყვნენ სწრაფად დაეხიათ. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ ავსტრიელებმა მოითხოვეს დაზავება. ისევე შეუტიეს ბულგარელებსაც სალონიკებში. [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]] ავსტროავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
 
ამის გარდა ახლო აღმოსავლეთშიც ინგლისელებმა მოიპოვეს მთელი რიგი გამარჯვებები. მათ აიღეს [[ბაღდადი]], შემდეგ დაიკავეს [[ბაქო]], 1917 წლის ბოლოს [[იერუსალიმი]]. ამავდროულად თურქების ზურგს უკან ბრიტანელი ოფიცერი [[ლოურენსი, თომას|თომას ლოურენსი]] აწარმოებდა პროპაგანდულ მუშაობას არაბებში და მიაღწია მათ აჯანყებას. თურქები მიხვდნენ რომ აჯანყებას ვერ ჩაახშობენ ომის მსვლელობისას და [[30 ოქტომბერი|30 ოქტომბერს]] კაპიტულაცია გამოაცხადეს.