სევანის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები
ვიკიფიცირება
ხაზი 30:
|ვიკისაწყობი = Lake Sevan
}}
'''სევანი''' ({{lang-hy|Սևանա լիճ}}), ქართულ ისტორიულ წყაროებში '''გელაქუნი'''<ref>{{cite web |url=http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=50688 |title=გელაქუნი |accessdate=2016-05-03 |work=უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] |publisher=საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |date=2006 }}</ref> — [[ტბა]] [[სომხეთი|სომხეთში]]. უდიდესია [[კავკასია]]ში. ფართობი – 1200 კმ². საშუალო სიღრმე – 28,5 მ, მაქსიმალური – 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის [[ბამბაკის ქედი]], ჩრდილო-აღმოსავლეთით [[შაჰდაღის ქედი]], დასავლეთითა და სამხრეთით [[გეღამის ქედი|გეღამისა]] და [[ვარდენისის ქედი|ვარდენისის ქედები]]. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე [[კონცხი]]თ იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] არქიტექტურული ძეგლი — [[სევანის მონასტერი]]. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე [[რაზდანი (მდინარე)|რაზდანი]]. ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19&nbsp; °C, იანვარ-თებერვალში - 1,5-1,8&nbsp; °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში [[ტბა]] მთლიანად იყინება. მდიდარია [[თევზი]]თ. ტბის წყალი და მდინარე [[რაზდანი (მდინარე)|რაზდანი]] გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია [[არფა-სევანის გვირები]], რითაც მდინარე [[არფა (მდინარე)|არფის]] წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა [[სევანი (ქალაქი)|სევანი]]. ბუნებრივი ეროვნული პარკი.
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სევანის_ტბა“-დან