მიტროფანე ლაღიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მიტროფანე ლაღიძე''' (დ. — უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი.
 
მიტროფანე ერმალოს ძე ლაღიძე დაიბადა 1869 წელს, [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[ჭოლევი|ჭოლევში]] (ქუთაისისამჟამინდელი მაზრა[[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი]]) აზნაურის ოჯახში. 14 წლის იყო, როცა ქუთაისში ჩამოიყვანეს და მუშაობა დაიწყო პეტრე (პავლე) კოკოჩაშვილისა და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში. ცეზარ კარლოს ძე ივანოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო, რომელიც პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში გადმოასახლეს. აფთიაქის გარდა, ცეზარ ივანოვსკის ლიმონათის წარმოებაც ჰქონდა, სადაც მიტროფანე ლაღიძემ შეისწავლა ხილეული წყლების წარმოების მეთოდი. 1887 წლიდან, ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ თვითონ ჩაუდგა წარმოებას სათავეში. 1900 წელს ქუთაისის ლიმონათის წარმოების ბაზაზე შექმნა ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობა. დიდ ყურადღებას აქცევდა ნედლეულის ხარისხს, სასმელების წარმოების ტექნოლოგიების დაცვას და მათ დასამზადებლად ნატურალური წვენების გამოყენებას. ამავე წელს ქუთაისში გახსნა უალკოჰოლო სასმელების მაღაზია.
 
1902 წელს მიტროფანე ლაღიძე გაემგზვრა გერმანიასა და საფრანგეთში. პარიზში მან ხილეულის წყლის წარმოების მეთოდი და ტექნოლოგია შეისწავლა, რაც შემდეგ თავის წარმოებაში დანერგა.