თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ქორწინება თეიმურაზისა ელენეზე მოხდა, დავითის ქორწინების შემდეგ, ე. ი. [[1799]] წლის დასასრულს.
 
===ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ===
===ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება===
როგორც ცნობილია, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იწყება არეულობა და შფოთი ერეკლე II-ის მრავალმრიცხოვან მემკვიდრეთა შორის. გიორგის ანდერძისამებრ ტახტი დავითს უნდა მიეღო, მაგრამ ლაზარევს ნაბრძანები ჰქონდა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი არც ერთ მემკვიდრისთვის არ დაეთმო. დავითი აღიარებულ იქნა რეგენტად ტახტისა და არა მეფედ, ხოლო იულონ ერეკლეს ძე ერთის მხრივ, დარეჯან დედოფალი მეორეს მხრივ, ფიქრობდნენ გამეფებას. აღნიშნული ვითარების გამო ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე წამოიჭრა შუღლი, სადაც თეიმურაზი თავისი ძმის დავითის მხარეს იდგა.
 
[[1805]] წელს თეიმურაზი იხსენიება, როგორც ერთ-ერთი მეთაური ერევნის ხანის [[კულიხანი]]ს ლაშქრისა, [[ქემალ-ხანი|ქემალ-ხანთან]] ერთად. იმავე წლის ოქტომბერს გამოემგზავრა ისევ ბაბახანისაკენ და ცდილობდა დაერწმუნა იგი, რომ გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია თუ კი რუსეთს მთელ მოსახლეობას აუმხედრებდნენ. მაგრამ როგორც ჩანს აქ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და გადადის ახალციხეში. ხვდება რა რომ სპარსეთის დახმარებიდან არაფერი გამოდის, ბიძასთან ერთად მიმართავს ოსმალეთს, ინგლისს და სხვ. როგორც ირკვევა თეიმურაზს ასევე გარკვეული ორიენტაცია ჰქონდა ნაპოლეონის საფრანგეთთანაც. მას მიწერ-მოწერაც კი ჰქონდა ამ საკითხზე და საფიქრბელია, რომ გამგზავრებაც კი სურდა ამ მიზნით საფრანგეთში.
 
===რუსეთში გამგზავრება===
თეიმურაზი რწმუნდებოდა რა მთელი ამ გეგმების უსუსურობაში, [[1810]] წელს ის თავის მტკიცე გადაწყვეტილებას სცვლის და არჩევს რუსეთთან შერიგებას. ამ შერიგების საქმეში დიდი როლი ითამაშა [[პეტრე ლარაძე]]მ, როგორც გვამცნობს მისი „ჩახრუხაული და შაირნი, მწირობასა შინა თქმული ოდეს მსახურა მეფის ძეს თეიმურაზს და ძლიერის ხელოვნებით გამოიყანა სპარსეთით“.