აფონსუ III (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|წარწერა =
<!-- პირველი თანამდებობა -->
|ქვეყანა = [[პორტუგალიაპორტუგალიის სამეფო|პორტუგალიის]] და [[ალგარვი]]ს
|თანამდებობა = [[მეფე]]
|რიგი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[5 მაისი]] [[1210]]
|დაბადების ადგილი = [[კოიმბრა]], [[პორტუგალიაპორტუგალიის სამეფო]]
|გარდაცვალების თარიღი = {{გარდაცვალების თარიღი|1279|2|16}}
|გარდაცვალების ადგილი = [[კოიმბრა]], [[პორტუგალიაპორტუგალიის სამეფო]]
|ქორწინება = [[მატილდა დე დამარტენი]]<br/>[[ბეატრის კასტილიელი]]
|შვილები =
|ხელმოწერა =
}}
'''აფონსუ III''' ({{lang-pt|Afonso III;}} დ. [[1210]] — გ. [[16 თებერვალი]] [[1279]]) — [[პორტუგალიაპორტუგალიის სამეფო|პორტუგალიის]] მეფე [[ბურგუნდიული დინასტია (პორტუგალია)|ბურგუნდიელთა]] დინასტიიდან [[1248]]-1279 წლებში. [[აფონსუ II (პორტუგალია)|აფონსუ II]]-ს და [[ურაკა კასტილიელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1235]] წელს მატილდაზე, [[რენო დე მარტინი]]ს ასულზე და [[1254]] წელს [[ბეატრისა გუსმანი]], [[ალფონსო X (კასტილია)|ალფონსო X]]-ს, [[კასტილია|კასტილიის]] მეფის უკანონო შვილზე.
 
[[1245]] წლიდან, როდესაც აფონსუს უფროსი ძმა [[სანშუ II (პორტუგალია)|სანშუ II]] გადააყენეს და იგი ფაქტობრივად მმართავდა ქვეყანას. [[1248]] წელს კი კორტესებმა იგი ოფიციალურად მეფედ აღიარეს. მან განაახლა [[არაბები|არაბებთან]] ომი და დაპყრო მთელი [[ალგარვი]]. აფონსუ ზრუნავდა მიწათმოქმედების განვითარებაზე, დაპყრობილ ტერიტორიებზე ასახლებდა ქრისტიან კოლონისტებს და ქმნიდა ახალ დასახლებებს. ძალაუფლების გამყარების შემდეგ, მან დაიწყო სასულიერო პირების უფლებების შეზღუდვა. [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსები]] ჩიოდნენ, რომ იგი ითვისებს ეკლესიის მამულებს, ართმევს შემოსავლებს და აიძულებს სასულიერო პირებს დაემორჩილონ საერო სამართალს. [[რომის პაპი]] [[გრიგოლ IX]] დაემუქრა აფონსუს ეკლესიისგან განკვეთით. ალფონსუ არწმუნებდა პაპს, რომ პატივს სცემს მას, მაგრამ აგრძელებდა თავის პოლიტიკას. [[1277]] წლამდე მას გასდიოდა ეს პოლიტიკა, მაგრამ ბოლოს იგი განკვეთეს ეკლესიისგან. მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1279 წელს შეურიგდა იგი სასულიერო პირებს, და დაპირდა 1245 წელს მიცემული დაპირებების შესრულებას.