თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[გიორგი XII]]-მ თავის სიცოცხლეშივე დანიშნა მეფედ დავითი, რომელიც [[1800]] წლის 20 დეკემბერს სცემს სხვადასხვა სახის ბრძანებებს. მათ შორის აღსანიშნავია მის მიერ თეიმურაზის დანიშვნა მოხელედ.
{{ციტატა|შენ იყავი ციხეში, პური ბევრი დაამზადე, თუ ბიძები მოისურვებენ მოსვლას გორში, არ დაუშვა... მე შენ დაგნიშნე ქართლში მოადგილედ, მოაგროვე მებრძოლები და მოემზადე. აგრეთვე თვალყური ადევნე იმას, თუ რას შვრებიან შენი ბიძები...|«Акты», I, გვ. 290}}
 
მაგრამ ისევე როგორც დავითის „მეფობა“, ასევე თეიმურაზის მოადგილეობაც ხანმოკლე აღმოჩნდა. [[1802]] წელს [[კარლ კნორინგი]]ს ჩამოსვლამ საზღვარი დაუდო მათ. კნორინგმა ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით და აგრეთვე დავითის მისწრაფებით სამეფო ხელისუფლების მთელი ატრიბუტების აღდგენისკენ და გადააყენა იგი.
 
ამის შემდეგ თეიმურაზი, რომელიც მისი სიტყვებით, მამა მისის ხანმოკლე სიცოცხლის გამო დარჩა უმამულოდ, იმყოფება თავის სამ დასთან ერთად დავითის ხარჯზე<ref>«Акты», I, გვ. 308</ref>. ის მცირე ადგილებიც კი, რომელიც მამამ მისცა მას, [[ნაზარსკეტი]], [[კარაჯალი]] და [[ლომისციხე]], მიეტაცა [[კირილე ავალიშვილი|კირილე ავალიშვილს]].
 
[[1803]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთში]] გაიქცა და იქ თავის ბიძა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილთან]] ცხოვრობდა. [[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.