თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
===ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება===
როგორც ცნობილია, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ იწყება არეულობა და შფოთი ერეკლე II-ის მრავალმრიცხოვან მემკვიდრეთა შორის. გიორგის ანდერძისამებრ ტახტი დავითს უნდა მიეღო, მაგრამ ლაზარევს ნაბრძანები ჰქონდა მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი არც ერთ მემკვიდრისთვის არ დაეთმო. დავითი აღიარებულ იქნა რეგენტად ტახტისა და არა მეფედ, ხოლო იულონ ერეკლეს ძე, ერთის მხრივ, დარეჯან დედოფალი მეორეს მხრივ, ფიქრობდნენ გამეფებას. აღნიშნული ვითარების გამო წამოჭრილი შუღლი, სადათ თეიმურაზი თავისი ძმის დავითის მხარეს იდგა.
 
[[გიორგი XII]]-მ თავის სიცოცხლეშივე დანიშნა მეფედ დავითი, რომელიც [[1800]] წლის 20 დეკემბერს სცემს სხვადასხვა სახის ბრძანებებს. მათ შორის აღსანიშნავია მის მიერ თეიმურაზის დანიშვნა მოხელედ.
{{ციტატა|შენ იყავი ციხეში, პური ბევრი დაამზადე, თუ ბიძები მოისურვებენ მოსვლას გორში, არ დაუშვა... მე შენ დაგნიშნე ქართლში მოადგილედ, მოაგროვე მებრძოლები და მოემზადე. აგრეთვე თვალყური ადევნე იმას, თუ რას შვრებიან შენი ბიძები...|«Акты», I, გვ. 290}}
 
[[1803]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთში]] გაიქცა და იქ თავის ბიძა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილთან]] ცხოვრობდა. [[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.