თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

თეიმურაზ ბატონიშვილი დაიბადა თბილისში [[1782]] წლის [[23 აპრილი|23 აპრილს]] (ახ. სტილით 6 მაისი) [[გიორგობა]] დღეს<ref group="კ">{{ციტატა|წელსა ქ~სით 1810 აპრილის 23, თავრიზს მყოფმან ვსთქვი ესე აკროსტახული ჩემს შობის დღეს, რომლისა კიდურ წერილობა [არს] წმ~ო გიორგი ვაკურთხევ დღესა შენსა, რომელსა შინა ვიშევ მწირი თეიმურაზ.|საისტორიო ფონდი, H, 2.225, თეიმურაზის ლექსების ალბომი, ფურცელი 18}}</ref>. თეიმურაზი გიორგი XII-ის პირველი ცოლისაგან შეძენილ ჩვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. [[პლატონ იოსელიანი]]ს ცნობით იგი გამხდარა მიზეზი დედის, ქეთევანის გარდაცვალებისა<ref group="კ">{{ციტატა|3 ივნისს 1782 წლისა მშობიარობისა გამო თეიმურაზზედ, მეფის რძალი ქეთევან გარდაიცვალა.|ცხოვრება გიორგი XIII-სა, 1936, აკ. გაწერელიას რედაქციით, გვ. 10}}</ref>. თეიმურაზ ბატონიშვილის დაბადებისა და ქეთევან დედოფლის მშობიარობაზე გადაყოლის თარიღებს აიგივებს [[მარი ბროსე]], ხოლო დ. ბაქრაძისთვის იგი უცნობი ყოფილა<ref>Д. Бакрадзе, Статьи по истории, 1887, გვ. 9</ref>.
 
მისი [[1834]] წლის 16 მაისის ბროსეს მიმართ წერილიდან ირკვევა, რომ ის იზრდებოდასწავლობდა კათალიკოზ [[ანტონ I]]-ის თელავის სკოლაშისემინარიაში, ცნობილი [[დავით რექტორი]]ს ხელმძღვანელობით.
{{ციტატა|დავით ალექსიშვილი იყო პაპის ჩემის მეფის ირაკლის დროს და მამის ჩემის მეფის გიორგის დროს... ინცფექტორი და უპირველესი მოძღვარი საქართველოს სასწავლებელთა და დიდი სასწავლებელი ჰქონდა გამართული კახეთის ქალაქსა შინა თელავს, სამეფო პალატის ნაწილშია და იქ ასწავლიდა მამა ჩემის მეფის გარდაცვალებამდის; მერმე თავის ნებით გადამდგარა... ეს დავით ალექსიშვილი იყო შაგირდი ანტონ კათალიკოს პირველისა და ჩემის ძმის დავითისა და ჩემი ფილოსოფიისა, ისტორიისა და ქართული ენისა და წერისა მოძღვარი ის იყო. ჩემი ძმა დავით ხომ ადრევე ბარებოდა და როცა სწავლის დრო მოვიდა მეც მას მივებარე და ის მასწავლიდა და სხვა ოსტატებიცა მყვანდნენ. იმ ჩვენმა ოსტატმა დავით ალექსიშვილმა საქართველოს ისტორია დიახ კარგად იცოდა... საზოგადოდაც კარგი ისტორიკოსი იყო.|წ-კ. საზოგადოების ფონდი, S № 4.294, რვეული 1, ფურც. 28}}