ტყიბულის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
 
1071 წლის [[ნიკორწმინდა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|ნიკორწმინდის]] "იადიგარში" ჩნდება სახელწოდება "ოკრიბა". ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] დასავლეთ მხარეს [[გურია]]მდე (გვიანფეოდალური ხანის [[საჩხეიძეო]], [[სალომინაო]] და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახო]]. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა [[მხეიძეები]]ს საგვარეულოს ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]] და [[მოწამეთა]]. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.
 
==მოსახლეობა==
===აღწერის მონაცემები===
{| class="wikitable"
|-
! აღწერის წელი !! მოსახლეობა
|-
| 1989 || 36 686
|-
| 2002 || 30 684 {{კლება}}
|-
| 2014 || 20 839 {{კლება}}
|}
 
==ადგილობრივი თვითმმართველობა==