თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
{{ციტატა|დავით ალექსიშვილი იყო პაპის ჩემის მეფის ირაკლის დროს და მამის ჩემის მეფის გიორგის დროს... ინცფექტორი და უპირველესი მოძღვარი საქართველოს სასწავლებელთა და დიდი სასწავლებელი ჰქონდა გამართული კახეთის ქალაქსა შინა თელავს, სამეფო პალატის ნაწილშია და იქ ასწავლიდა მამა ჩემის მეფის გარდაცვალებამდის; მერმე თავის ნებით გადამდგარა... ეს დავით ალექსიშვილი იყო შაგირდი ანტონ კათალიკოს პირველისა და ჩემის ძმის დავითისა და ჩემი ფილოსოფიისა, ისტორიისა და ქართული ენისა და წერისა მოძღვარი ის იყო. ჩემი ძმა დავით ხომ ადრევე ბარებოდა და როცა სწავლის დრო მოვიდა მეც მას მივებარე და ის მასწავლიდა და სხვა ოსტატებიცა მყვანდნენ. იმ ჩვენმა ოსტატმა დავით ალექსიშვილმა საქართველოს ისტორია დიახ კარგად იცოდა... საზოგადოდაც კარგი ისტორიკოსი იყო.|წ-კ. საზოგადოების ფონდი, S № 4.294, რვეული 1, ფურც. 28}}
თეიმურაზ ბატონიშვილი იზრდებოდა თავისი უფროსი ძმის დავითის უშულო მეთვალყურეობითა და მზრონველობით. მისი მზრუნველობა მეჭირნახულეობა მან გამოხატა გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგაც, როცა თეიმურაზი უმამულოდ და სხვა საშემოსავლო სახსრების გარეშე დარჩა<ref>დავითის წერილი კნორინგისადმი, 1802 წ, 19 მაისი, Акты, 11, გვ. 306</ref>.
 
[[1803]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთში]] გაიქცა და იქ თავის ბიძა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილთან]] ცხოვრობდა. [[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.