აკაკი ხორავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''აკაკი ალექსის ძე ხორავა''' (* [[17 აპრილი]], [[29 აპრილი]], [[1895]], სოფ.[[ოჩხომური]], ახლანდელი [[ჩხოროწყუს რაიონი]] ― † [[23 ივნისი]], [[1972]], [[თბილისი]]), საბჭოთა ეპოქის :[[ქართველები | ქართველი]] მსახიობი და პედაგოგი. ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი [[სსრკ | სსრკ-ის]] სახალხო არტისტი ([[1936]]). [[სკკპ | სკკპ-ის]] წევრი [[1939]] წლიდან.
 
 
[[1915]] წელს დაამთავრა [[ქუთაისი | ქუთაისის]] კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა [[კიევი | კიევისა]] ([[1915]]-[[1917]]) და თბილისის ([[1919]])უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. [[1922]] წელს შევიდა [[ფაღავა, აკაკი | ა. ფაღავას]] თეატრალურ სტუდიაში. პროფეხიულ სცენაზე პირველად გამოვიდა [[1923]] წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის "გეგეჭკორი"), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, [[1935]] წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, [[1949]]-[[1955]] დირექტორი.
 
ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს [[მარჯანიშვილი, კონსტანტინე | კ.მარჯანიშვილმა]] და [[ახმეტელი, ალექსანდრე | ა.ახმეტელმა]]. საუკეთესო როლები: იოქანაანი ([[უალდი, ოსკარ ფინგალ ო′ ფლაერტი უილზ | უალდის]] "სალომე"), ანდუყაფარი ([[ერისთავი, გიორგი | ერისთავის]] "გაყრა"), უსახელო ([[ტოლერი, ერნსტ | ტოლერის]] "კაცი-მასა"), ლაერტი ([[შექსპირი, უილიამ | შექსპირის]] "ჰამლეტი"), ბერსენევი ([[ლავრენიოვი, ბორის | ლავრენიოვის]] "რღვევა"), ანზორი ([[შანშიაშვილი, სანდრო | შანშიაშვილის]] "ანზორი"), არგიშდი ([[დადიანი, შალვა | დადიანის]] "თეთნულდი"), კარლ მოორი ([[შილერი, იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ | შილერის]] "ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი ([[კორნეიჩუკი, ალექსანდრე | კორნეიჩუკის]] "პლატონ კრეჩეტი "), არსენა ([[შანშიაშვილი, სანდრო | შანშიაშვილის]] "არსენა"), პედრო ([[მდივანი, გიორგი | მდივნის]] "ალკაზარი"), ოტელო ([[შექსპირი, უილიამ | შექსპირის]] "ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი ([[სოფოკლე | სოფოკლეს]] "ოიდიპოს მეფე"), სირანო ([[როსტანი, ედმონ | როსტანის]] "სირანო დე ბერჟერაკი"), ტარიელი ([[ქიაჩელი, ლეო | ქიაჩელის]] "ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი ([[პუშკინი, ალექსანდრე | პუშკინის]] "ბორის გოდუნოვი ") და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ხორავა“-დან