ოპერაციული სისტემის ბირთვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბირთვი''' (kernel[[ინგლისური ენა|ინგლ.]] Kernel) — [[კომპიუტერული პროგრამა]], რომელიც კომპიუტერის ოპერაციული სისტემის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. მას აქვს სრული კონტროლი ყველაფერზე, რაც სისტემაში ხდება.<ref name="Linfo">{{თარგი:Cite web|url=http://www.linfo.com/kernel.html|title=Kernel|website=Linfo|publisher=Bellevue Linux Users Group|accessdate=8 March 2016}}</ref> ის გაშვებისას პირველი იტვირთება და შემდეგ გაშვების დარჩენილ პროცესს მართავს, ასევე მართავს პროგრამური უზრუნველყოფების მიერ შეტანა-გამოტანის მოთხოვნებს და მათ ცენტრალური პროცესორისთვის მონაცემთა გადამუშავების ინსტრუქციებად თარგმნის. მისი პასუხისმგებლობის ქვეშაა მეხსიერების მართვა, კომპიტერის პერიფერიალებთან (პრინტერები, სპიკერები და ა.შ.) ურთიერთობა და მათი მართვა. ბირთვი თანამედროვე [[ოპერაციული სისტემა|ოპერაციული სისტემების]] არსებითი ნაწილია.<ref name="Wulf74">Wulf 1974 pp.337–345</ref>
[[ფაილი:Kernel_Layout.svg|მინი|ბირთვი გამოყენებით პროგრამულ უზრუნველყოფას კომპიუტერის აპარატურლ უზრუნველყოფასთან აკავშირებს]]
ბირთვის კრიტიკული კოდი ჩვეულებრივ იტვირთება მეხსიერების ''დაცულ არეში, ''რაც მასზე სხვა, ოპერაციული სისტემის ან გამოყენებითი პროგამების მიერ უფრო ნაკლები სიხშირით გამოყენებული ნაწილების მიერ მასზე ინფორმაციის გადაწერას ხელს უშლის. ბირთვი თავის დავალებებს, როგორიცაა პროცესების გაშვება და წყვეტების გამკლავება, ასრულებს ''ბირთვის სივრცეში''. ხოლო ის ყველაფერი, რასაც მომხმარებელი ჩვეულებრივ კომპიუტერთან აკეთებს (ტექსტურ რედაქტორში წერა, მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისში პროგრამების გაშვება), ხდება ''მომხმარებლის სივრცეში''. ეს განცალკევება მომხმარებლის და ბირთვის მონაცემების ერთმანეთისთვის ხელის შეშლას და ამით წარმადობის შესუსტებას ან სისტემის არამდგრადობას (შესაძლო ავარიულ დახურვებსაც) გამორიცხავს.<ref name="Linfo">{{თარგი:Cite web|url=http://www.linfo.com/kernel.html|title=Kernel|website=Linfo|publisher=Bellevue Linux Users Group|accessdate=8 March 2016}}</ref>