რაფიელ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

((ბოტი: Eristavi_Raphael_.jpg შეიცვალა Eristavi_Raphael.jpg-ით))
 
სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და [[1847]] წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. [[1849]] წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც [[1851]] წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.
[[ფაილი:Rafiel ertisTavis saflavi.jpg|200პქ|მინი|რაფიელ ერისრთავისერისთავის საფლავი]]
რ. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს [[ბროსე, მარი|მარი ბროსესთან]], ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რ. ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.
 
[[1896]] წელს რ. ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა [[სვანეთი]]ს შესახებ და „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.
 
მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის („ნუგზარ“) ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა.
 
რაფ.რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, დიდი ზეიმით იქნა გადახდილიგადაიხადეს [[1895]] წლის ოქტომბერში. [[1899]] წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.
 
[[1901]] წლის იანვარში რ. ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და [[4 მარტი|4 მარტს]] იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. [[თელავი|თელავიდან]] პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. [[ქისტაური|ქისტაურში]]. მიცვლებულისმიცვალებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთული[[ ხევსური]] ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და [[სურო]]თი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ [[შუამთა|შუამთაში]], [[იყალთო|იყალთოში]], [[ალავერდი|ალავერდში]] გამუდმებით რეკავდნენ ზარები. [[ქისტაური|ქისტაურში]] პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა მდაბიო ხალხმა და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.
 
[[1911]] წელს [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]] ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა.