ცისკარი (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ცისკარი}}
[[სურათი:Tsiskari 1852.jpg|მარჯვნივ|მინი|ჟურნალის 1852 წლის გამოცემის გარეყდა.]]
'''ცისკარი''' — ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა [[1852]]-[[1853]] და [[1857]]-[[1875]] წლებში. [[1852]]-[[1853 წლებში]] „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა [[გიორგი ერისთავი]]. ჟურნალის მთავარი მიზანი იყო მხატვრული ლიტერატურის გზით ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება, საზოგადოების განათლებისა და მწერლობის ხელშეწყობა. „ცისკარმა“ ფართო საზოგადოებას გააცნო [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს, [[დავით გურამიშვილი]]ს, [[ბესიკი]]ს, [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]<nowiki/>სა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა და მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
 
[[1857|1857 წელს]] ჟურნალის გამოცემა განაახლა [[ივანე კერესელიძე]]მ, რომელიც 19 წლის განმავლობაში უძღვებოდა მას. ”ცისკარში” თანამშრომლობდნენ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. აქ იბეჭდებოდა [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[დანიელ ჭონქაძე|დანიელ ჭონქაძის]], [[ლავრენტი არდაზიანი]]ს ნაწარმოებები. „მოლაყბის“ ფელეტონები და [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]] წერილები, ჟურნალის ფურცლებზე გაიშალა თაობათა პაექრობა, რომელმაც დასაბამი მისცა საზოგადოებრივი ცხოვრების ახალ ეტაპს.
 
[[1957]] წელს განახლებულ „ცისკარს“ სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი [[ვახტანგ ჭელიძე]]. სხვადასხვა დროს ჟურნალს რედაქტორობდნენ: [[კოსტანტინე ლორთქიფანიძე]], [[ხუტა ბერულავა]], [[ჯანსუღ ჩარკვიანი]], [[გურამ ფანჯიკიძე]], [[მორის ფოცხიშვილი]], [[ჯანსუღ ღვინჯილია]], [[იორამ ქემერტელაძე]], [[თეიმურაზ დოიაშვილი]], [[დავით მაღრაძე]], [[1992|1992 წლიდან]] დღემდე „ცისკრის“ მთავარი რედაქტორია ზაურ კალანდია<ref>[http://janrigogeshvilierovnuli.blogspot.com/2009/06/155-tsiskari-155.html „ცისკარი“ 155 / 'Tsiskari' 155]</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==